გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

5 ყველაზე ხანგრძლივი სერიალი

მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, რამდენიმე ყველაზე ხანგრძლივ სერიალს შემოგთავაზებთ. რადგანაც ჯერ კიდევ უცნობია რამდენი ხანი მოგვიწევს თვითიზოლაციაში ყოფნა, დარწმუნებული ვარ, რომელიმეს არჩევას და გემრიელად ყურებას აუცილებლად მოახერხებთ. არც ის არ იქნება პრობლემა, ჩამოთვლილთაგან ყველა ნანახი თუ გაქვთ.

1. The Simpsons

სიმფსონები ამერიკული ანიმაციური სიტკომია. მეტგრენინგის სცენარით  შექმნილი სერიალის პირველი სერია  1989 წლის 17 დეკემბერს გავიდა ეთერში. მთავარი პერსონაჟები არიან სიმფსონების ოჯახის წევრები – ჰომერი, მარჯი, შვილები ბარტი, ლიზა და მეგი. მოვლენები ვითარდება სპრინგფილდის გამოგონილ ქალაქში.  ამერიკული კულტურის, საზოგადოების, ტელევიზიის და ადამიანების ყოფის პაროდიაა.

31 სეზონი და 678 ეპიზოდი. 318 ნომინაცია და 176 ჯილდო.

2. Friends

ამერიკული სატელევიზიო სიტკომი ნიუ-იორკში მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას ასახავს. 1994-2004 წლებში 10 სეზონი გადაიღეს.

რამდენიმე ხნის წინ კი, ოფიციალურად დადასტურდა, რომ 15-წლიანი პაუზის შემდეგ „Friends” ბრუნდება. ჯერ გარკვეული არ არის მეგობრების ახალი ისტორია ფილმი იქნება, თუ სერიალი . თუმცა, დანამდვილებით ცნობილია, რომ ის კვლავ რეიჩელის, როსის, ჩენდლერის, მონიკას, ჯოისა და ფიბის ირგვლივ განვითარდება.

3. One Piece

One Piece იაპონური ანიმეა. 1999 წლის 20 ოქტომბერს გამოვიდა პირველად და დღემდე გრძელდება. დღეს 900-ზე მეტი სერიაა გამოსული. სერიალმა დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი “ერთი ავტორის მიერ ყველაზე ბევრი გამოცემული კომიქსებისთვის”. ახალგაზრდა მეკობრე შემთხვევით ჭამს „ეშმაკის ხილს“. რის შემდეგაც, მისი სხეული რეზინასავით დრეკადი ხდებას. ლუფი ჩალისქუდიანი მეკობრეების დაჯგუფებას ქმნის და დიდი გამყოფი რიფის საძებნელად მიდის, მსოფლიოში უდიდესი საგანძური რომ აღმოაჩინოს და მეკობრეების მეფე გახდეს.

4. Grey's anatomy

გრეის ანატომია 15 წელია გადის და უკვე მე-16 სეზონს ითვლის. მოვლენების ეპიცენტრში ახალგაზრდა ქირურგი მერედიტ გრეია, რომელიც სიეტლის საავადმყოფოში მუშაობს. გრეის ანატომიაში ქირურგები სამსახურისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსებას ცდილობენ. 

გრეის ანატომია მესამე ადგილზეა ყველა სამაუწყებლო კომპანიების “დრამა სერიალების” რეიტინგებს შორის.

5. Family guy

ეთ მაკფარლეინის შექმნილი ამერიკული ანიმაციური სიტკომია, სადაცსიუჟეტი ვითარდება გრიფინების ოჯახში, რომელიც შედგება პიტერ და ლოის გრიფინებისგან. მათ ჰყავთ სამი შვილი: კრისი, მეგი და სტიუი. გარდა ამისა, სახლში არის ანთროპომორფიზმული ძაღლი ბრაიანი. სერიალი 16-ჯერ იყო ნომინირებული ემის პრაიმ-ტაიმის პრემიაზე (გრიფინებმა ოთხჯერ გაიმარჯვა) 

პირველად სერიალი 1999 წელს გამოვიდა და 20 წელი გაგრძელდა. სულ 18 სეზონია.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა