მსოფლიოში არსებული ვითარების გამო, ალბათ თქვენი გეგმებიც შეიცვალა. რადგანაც ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის შევძლებთ მომდევნო მოგზაურობის დაგეგმვას, რამდენიმე ყველაზე დიდი მუზეუმის ონლაინ ტურს შემოგთავაზებთ. ჩემი დღე ამერიკით დაიწყო და სულ ბოლოს პარიზში აღმოვჩნდი. მთელი დღე ვირტუალურად ვიმოგზაურე. ამიტომ ზუსტად ასეთივე თანმიმდევრობით გაგიზიარებთ ადგილებს.

წყარო: The Points Guy

1. პირველ რიგში, შევიჭყიტოთ გუგენჰაიმის მუზეუმში, ამერიკაში, კონკრეტულად, ნიუ იორკში. აქ შეგიძლიათ დატკბეთ იმპრესიონისტული, პოსტ-იმპრესიონისტული და თანამედროვე პერიოდის ხელოვნების ექსპონატებით.

https://bit.ly/2wp6gvm

 

2. ბრიტანეთის მუზეუმის ტური ცოტათი განსხვავდება დანარჩენებისაგან. აქ ინტერაქცია შეგიძლიათ. თქვენით აირჩევთ იმ პერიოდს, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და ამოიკითხავთ საინტერესო ფაქტებს ამ კონკრეტული პერიოდის შესახებ.

https://britishmuseum.withgoogle.com/

 

3. მუზეუმის ტური ისე არ ჩაივლიდა ვან გოგი რომ არ მეხსენებინა. თუ თქვენც გიყვართ ვან გოგი, შეგიძლიათ სავარძელში გემრიელად მოკალათდეთ და ჩაუჯდეთ საიტს, რომელიც მხატვრის ყველაზე დიდ კოლექციას მოიცავს.

https://artsandculture.google.com/partner/van-gogh-museum?hl=en

 

4. Uffiziს მუზეუმი ჯორჯო ვასარმა 1560 წელს დააპროექტა. აქ თავს ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი ნახატები იყრიან.

https://artsandculture.google.com/partner/uffizi-gallery?hl=en

 

5. თუ იმპრესიონიზმი გიყვართ, განსაკუთრებით კი - მონე, მაშინ აქ აუცილებლად შეიარეთ. ნერვებს აწყნარებს.

https://artsandculture.google.com/partner/musee-de-lorangerie?hl=en