არტარეას პროექტმა „თბილისური ეზოები“ 2018 წლის ზაფხულში „არტარეა ფესტივალის“ სახელით საქართველოს რეგიონებში გადაინაცვლა. 

6 ღონისძიება  6 სხვადასხვა რეგიონში დაიგეგმა. ფესტივალი ტარდება სწორედ იმ ქალაქებში თუ კურორტებზე, სადაც კულტურული ცხოვრება შედარებით მწირია. 

ფესტივალის კონცეფცია განსხვავებული ელემენტების ერთიანობის იდეას ეფუძნება  ძველი და ტრადიციული ხელოვნების გადააზრება თანამედროვე, ექსპერიმენტული მუსიკით ხდება, რაც რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას და ტურისტებს შესაძლებლობას აძლევს, შეეხონ ძველ და ახალ, ღირებულ ქართულ ხელოვნებას.

საფესტივალო საღამოები უკვე გაიმართა:

რუსთავის პარკში (ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა – კოტე მიქაბერიძის ფილმის „ჩემი ბებია“ (1929 წ.) მუსიკალური პრემიერა. კომპოზიტორი / შემსრულებელი:  ნატალია ბერიძე  ნიკოლოზ მაჩაიძე);

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში (დღესაც თანამედროვე  ინოლა გურგულია. მონაწილეობდნენ: ინოლა გურგულიას შვილები  ია და დავით შუღლიაშვილები; თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი და რეზო კიკნაძის კვინტეტი). 

შოვში (გოგი ძოძუაშვილის და რატი ამაღლობელის ერთობლივი პროექტი „წრე“);

არტარეა ფესტივალი ასევე გელით:

28 ივლისი – ბორჯომის პარკი
Kordz & Zagareli-Strings 
ალექსანდრე კორძაიას და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი

11 აგვისტო – მესტია, სვანეთის მუზეუმი  
ქართული კინოკლასიკა და თანამედროვე მუსიკა 
მიხეილ კალატოზოვის ფილმის „ჯიმ შვანთე“ (1930) მუსიკალური პრემიერა.  
კომპოზიტორი / შემსრულებელი  გოგი ძოძუაშვილი 

22 სექტემბერი – თელავი, ნადიკვარის პარკი
ექსპერიმენტული მუსიკის და ფოლკის ინტერაქცია
პროექტი „სხვა კუთხით“
მონაწილეობენ: ბენ უილერი, ვაჟა მარი, TeTe Noise და კახეთის ადგილობრივი მუსიკოსები.



ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

პროექტი ხორციელდება Check In Georgia-ს ფარგლებში.

ფესტივალის სპონსორი – შოტლანდიური ვისკი „Grants“-ი და აიდიეს „ბორჯომი“
ფესტივალის მხარდამჭერი – თიბისი 
ფესტივალის მედია პარტნიორები – მარკეტერი, ინდიგო, At.ge, რადიო ქალაქი, რადიო კუბრიკი