ფილმების სცენებში, ალბათ თქვენც გაგხსენებიათ. სცენები, რომლებიც ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ასოციაციას იწვევს.

1. პირველ რიგში, ტერი გილიამის ფილმში „ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლი“ (1988) მახსენდება, სადაც სანდრო ბოტიჩელის “ვენერას დაბადება” (1982-86) თამაშდება. ვენერას უმა თურმანი განასახიერებს.

 

2. თუ გახსოვთ, ლარს ფონ ტრიერის “მელანქოლიაც” (2012) იწყება კადრით, სადაც წყალში მოლივლივე თეთრ კაბაში გამოწყობილი მთავარი გმირი, ჯონ ევერტ მილი, “ოფელიას” (1851-52) იმეორებს, შექსპირის “ჰამლეტიდან”.

3. მარტინ სკორსეზეს “შეშლილთა კუნძულში” (2010) ლეონარდო დიკაპრიოს და მიშელ უილიამსის კოცნამ ბევრს გაუჩინა გუსტავ კლიმტის ცნობილი ნახატის, “კოცნის” (1908) ასოციაცია.

 

4. ისიც ბევრჯერ თქვეს, რომ რეჟისორმა რობერტ ზემეკისიმ ფილმში “ფორესტ გამპი” (1994) ენდრიუ უაიეტის ნახატი "ქრისტინას სამყარო" (1948) გაიმეორა.

 

5. რენე მაგრიტის ნამუშევრების იდეებს რეჟისორები ძლიან ხშირად იყენებენ ხოლმე. მაგალითად, ჯუზეპე ტორნატორეს ფილმის გმირ, მალენასა (2000) და რენე მაგრიტის ჯორჯიტას (1937) შორის აშკარა გარეგნული მსგავსებაა.