ფრაგმენტები, ჰედლაინები და ფოტოები: Vogue / I-D.Vice.com / Wall Street Journal / The Guardian / New York Times / მასალებიდან ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

 

 

 

"არ მინდოდა, ის ვყოფილიყავი, ვინც მხოლოდ ჰუდებსა და დახეულ ჯინსებს ქმნის": დემნა გვასალია იმის შესახებ, თუ როგორ ანგრევს მოდას 

 

"ბევრისთვის ადრე მაგარი ის იყო, ვინც სხვებს "თვალს უხვევდა". ეს მანამდე ხდებოდა, ვიდრე გვასალია სინამდვილის დაძაბულობას შემოიტანდა მოდაში და თანამედროვე ენაზე გაუბამდა საუბარს გონიერ, ცნობისწადილით აღსავსე აუდიტორიას. "მაგარის" მისეული გაგება არაერთმნიშვნელოვანი, ინტელექტუალური და უშიშრად ორიგინალურია".    

 

"არა მგონია, ელეგანტურობა რელევანტური იყოს": "ვეტმანის" დემნა გვასალია, ყველაზე მიმზიდველი დიზაინერი მსოფლიოში 

"ბალენსიაგას" 36 წლის ქართველ კრეატიულ დირექტორს თავი მოაბეზრა მოდამ, როგორც ფანტაზიამ და მან უარი თქვა პარიზული გლამურის მეტაფორულ ენაზე, პოდიუმები - ძველმანების ბაზრად, შეუთავსებლის შეთავსება კი სტილად აქცია. რა იქნება მისი მომდევნო ნაბიჯი?   

 

"ვეტმანის" ინტერესის საგანი ქუჩაა, ქუჩაში კი, არა მგონია, ელეგანტურობა ვინმეს ადარდებდეს".

 

პარიზი - "ვეტმანი", როგორც ბრენდი, შესაძლოა, ყველას არ მოსწონდეს, მაგრამ კვირას პარიზში ნათელი გახდა, რომ ეს ის ბრენდია, რომელსაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე, ინტერნეტს მიჯაჭვული ჩვენი პოლიტიზებული მსოფლიო იმსახურებს.

 

მან სისტემის სიკვდილი გამოაცხადა და კაცისა და ქალის ტანსაცმლის კომბინაცია შემოგვთავაზა - წინასაკოლექციო და არა ჩვეულებრივ საკოლექციო პერიოდში.