ეს სამი პერფორმანსი სამი სხვადასხვა ათწლეულიდანაა. ამ საკულტო ნამუშევრებში, ჩემთვის, იმ დროის ყველაზე აქტუალური კითხვები ჩანს

Yoko Ono – Cut Piece 

Cut Piece იოკო ონოს ადრეული პერფორმანსია, დებიუტი 1964 წელს, კიოტოში ჰქონდა. არტისტი მარტო ზის სცენაზე, გარშემო რამდენიმე მაკრატელი უწყვია. დამსწრეებს შეუძლიათ რიგ-რიგობით მივიდნენ, მოაჭრან ტანსაცმლის ნაკუწი და შეინახონ. იოკომ პერფორმანსი რამდენჯერმე გაიმეორა. ერთ-ერთი ასე აღწერა: ,,როცა ამას ვაკეთებ, ტრანსში ვარ, ამიტომ, არ მეშინია… ჩვენ ძირითადად გავცემთ რაღაც მიზნით… მე მინდოდა დამენახა რას წაიღებდნენ ისინი… ხანგრძლივი სიჩუმე იყო ერთ ადამიანსა და შემდეგ გამომსვლელს შორის… ეს ქმნიდა მშვენიერი მუსიკას.”

წყარო: https://www.moma.org/learn/moma_learning/yoko-ono-cut-piece-1964/

Works with Ulay (1976–1988)

მარინა აბრამოვიჩი და ულაი თორმეტი წელი ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ ერთად. მათი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია The Great Wall Walk. 

პერფორმანსის  ჩატარების ნებართვას ჩინეთის მთავრობისგან რვა წელი ელოდებოდნენ. თავიდან უნდოდათ ჩინეთის კედლის სხვადასხვა ბოლოდან დაეწყოთ მოძრაობა, შეხვედრისას კი დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ გავიდა წლები და ურთიერთობა შეიცვალა. 

მარინას და ულაის შეხვედრა ჩინეთის კედელზე, მათი ბოლო საერთო  პერფორმანსია. ორივემ 2500 კმ. იარა, რომ კედლის შუაში ერთმანეთს საბოლოოდ გამომშვიდობებოდნენ. 

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩინეთის დიდი კედელი მხოლოდ ჩინგიზ-ყაენისგან თავის დასაცავად არ აშენებულა, ის მეტაფიზიკური სტრუქტურა უფროა. დიდი კედელი ჩვენი გალაქტიკის რეპლიკაა დედამიწაზე. დრაკონის თავი დამარხულია ყვითელ ზღვაში, კუდი - გობის უდაბნოში, ტანი კი მთებშია. ულაიმ, კაცმა და ცეცხლმა დაიწყო უდაბნოდან, მე, ქალმა, როგორც წყალმა - ზღვიდან’’. 

მარინა აბრამოვიჩის და ულაის ისტორია 

წყარო: https://www.moma.org/audio/playlist/243/3125

Zhang Huan - To Add One Meter to an Anonymous Mountain (1995)

Beijing East Village -ის იძულებით დაშლის შემდეგ, ჯანგ ჰუანმა და არტისტთა მოძრაობის სხვა წევრებმა პერფორმანსი დადგეს. ისინი მთის წვერზე ავიდნენ, გაშიშვლდნენ და ერთმანეთს ზემოდან დააწვნენ. ასე შექმნეს პატარა მწვერვალი. ინსპირაცია ძველი გამოთქმა იყო: ,,მთის მიღმა კიდევ მთებია.”  

„პერფორმანსი მოკრძალებაზეა, - ასე ახსნა ის ჯანგ ჰუანმა, - საგნების ბუნებრივი კონდიციის ცვლილებაზე, იდეასა და შესაძლებლობებზე. დალაშქრე მთა და უფრო დიდ მთას დაინახავ წინ.” 

არტისტის ბიოგრაფიის დეტალები იხილეთ ვიდეოში:

(მთავარი წყარო) დამატებით იხილეთ: https://www.theartstory.org/artist/zhang-huan/artworks/
(ფოტოს  წყარო) https://uk.phaidon.com/agenda/art/articles/2015/october/15/my-body-of-art-zhang-huan-on-mountain/  
https://publicdelivery.org/zhang-huan-mountain-performance/