თბილისის ბალეტის ფესტივალი 23 ივნისს გაიხსნება

23 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისში ბალეტის ფესტივალი ტარდება. საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. წელს ფესტივალი მეორედ ტარდება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი. სპექტაკლები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად  მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასები: Spellbound Contemporary Ballet (იტალია), ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2).

თბილისში ჩამოვიდა ასევე ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, იგი 26 ივნისს „რომეო და ჯულიეტაში“ პარტნიორობას გაუწევს პრიმა ბალერინას ნინო ანანიაშვილს.

თბილისში პირველად ჩამოდის Spellbound Contemporary Ballet იტალიიდან. მათ პროგრამაშია მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია - Formami და Rossini Ouvertures. იტალიური დასის წარმოდგენებს მაყურებელი 23-24 ივნისს ნახავს ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის მედი ვალერსკის ბალეტებთან Orawa და Petite Cérémonie ერთად.

საქართველოს მეორედ ეწვევა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2), რომელიც ორი განსხვავებული პროგრამით წარსდგება ფესტივალის მაყურებლის წინაშე 28 და 29 ივნისს. ფესტივალს კი დახურავს „მძინარე მზეთუნახავი“. გალა-პერფორმანსში თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მარსელო გომესი და პარიზის ნაციონალური ბალეტის სოლისტები ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი.

სპექტაკლებს უდირიჟორებს ალევტინა იოფე (რუსეთი).

ფესტივალის მხარდამჭერია TBC ბანკი და CHECK IN GEORGIA;

კულტურის და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები საქართველოში, იტალიის ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოება (SIAE), იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო (MiBACT), ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, რუმს ჰოტელ თბილისი, თურქეთის ავიახაზები, კომპანია „ბორჯომი“, რადიო „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „ინდიგო“, გაზეთი „ჯორჯია თუდეი“.

 
თბილისის ბალეტის ფესტივალი
2018 წლის პროგრამა

23 - 24 ივნისი 20:00

ფესტივალის გახსნა

პირველი მოქმედება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი

Orawa (პრემიერა)
Petite Cérémonie
მედი ვალერსკის ქორეოგრაფია

მეორე მოქმედება

Spellbound Contemporary Ballet (იტალია)

Formami
Rossini Ouvertures
მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია

26 ივნისი 20:00

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი

სერგეი პროკოფიევი
რომეო და ჯულიეტა

სოლისტები:
ნინო ანანიაშვილი
მარსელო გომესი (აშშ)

დირიჟორი: ალევტინა იოფე

28 ივნისი 20:00

ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2

Sad Case
სოლ ლეონისა & პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია

Wir sagen uns Dunkles
მარკო გუკეს ქორეოგრაფია

Subtle Dust
სოლ ლეონისა & პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია

29 ივნისი 20:00

ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 

Sad Case
სოლ ლეონისა & პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია

Short Cut
ჰანს ვან მანენის ქორეოგრაფია

Midnight Raga
მარკო გუკეს ქორეოგრაფია

Subtle Dust
სოლ ლეონისა & პოლ ლაითფუტის ქორეოგრაფია

1 ივლისი 20:00

ფესტივალის დახურვა და გალა-პერფორმანსი

პიოტრ ჩაიკოვსკი
„მძინარე მზეთუნახავი"

სოლისტები:
ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, რუიკა იოკოიამა, (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი), ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი (პარიზის ოპერა), მარსელო გომესი (აშშ)

დირიჟორი: ალევტინა იოფე

 

Tbilisi Ballet Festival
Program of 2018

23 - 24 June 20:00

Opening of the Festival

Act I

The Ballet Company of the Tbilisi Opera and Ballet Theatre

Orawa (Premiere)
Petite Cérémonie
Choreography by Medhi Walerski

Act II

Spellbound Contemporary Ballet (Italy)

Formami
Rossini Ouvertures
Choreography by Mauro Astolfi

26 June 20:00

The Ballet Company of the Tbilisi Opera and Ballet Theatre

Sergei Prokofiev
Romeo and Juliet

Soloists:
Nina Ananiashvili
Marcelo Gomes (USA)

Conductor: Alevtina Ioffe

28 June 20:00

Nederlands Dans Theater 2

Sad Case
Choreography by Sol León & Paul Lightfoot

Wir sagen uns Dunkles
Choreography by Marco Goecke

Subtle Dust
Choreography by Sol León & Paul Lightfoot

29 June 20:00

Nederlands Dans Theater 2

Sad Case
Choreography by Sol León & Paul Lightfoot

Short Cut
Choreography by Hans van Manen

Midnight Raga
Choreography by Marco Goecke

Subtle Dust
Choreography by Sol León & Paul Lightfoot

1 July 20:00

Closing of the Festival and Gala-performance

Pyotr Tchaikovsky
The Sleeping Beauty

Soloists:
Nutsa Chekurashvili, Nino Samadashvili, Ekaterine Surmava, Ruika Yokoyama, (The Ballet Company of the Tbilisi Opera and Ballet Theatre), Amandine Albisson, Jeremy-loup Quer (Paris Opera Ballet), Marcelo Gomes (USA).

Conductor: Alevtina Ioffe