ხშირად რეჟისორებმა ასე იციან, რომელიმე მსახიობს აიჩემებენ და ფილმებში უცვლელად ათამაშებენ. ამის მიზეზი ზოგჯერ კარგი თანამშრომლობის პრეცედენტია, ზოგჯერ - რომანტიკა, ზოგჯერ კი - მარკეტინგული ხერხი.

1. კუენტინ ტარანტინო

 

ტარანტინოსა და სემუელ ჯექსონის თანამშრომლობა 20 წელზე მეტია, გრძელდება. წლების წინ, როცა ჯექსონი ტარანტინოს ერთ-ერთი ფილმის კასტინგში მონაწილეობდა, როლის გარეშე დარჩა. ტარანტინომ კი უთხრა, არ ენერვიულა, რადგან მისთვის სხვა “რამეს” ამზადებდა. ეს “სხვა რამ” Pulp Fiction აღმოჩნდა.

2. ტიმ ბარტონი

 

ტიმ ბარტონს ყველაზე ნაყოფიერი თანამშრომლობა ჯონი დეპთან გამოუვიდა.
„ხალხი აპროტესტებს, როცა ჯონისთან ვმუშაობ. როცა არ ვმუშაობ, მაინც ჩივიან“, - ტიმ ბარტონი.

3. ალფრედ ჰიჩკოკი

 

ჰიჩკოკი ცნობილია თავისი იდუმალებით მოცული ურთიერთობებით მსახიობებთან. თუმცა, მისი ფავორიტი მამაკაცი მსახიობები მაინც საყოველთაოდ ცნობილია. ჯეიმს სტიუარტსა და ქერი გრანტს ჰიჩკოკის ოთხ ფილმში უთამაშია. 

ქერი გრანტზე მას უთქვამს: „ესაა ერთადერთი მსახიობი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა“.

4. მარტინ სკორსეზე

 

რეჟისორ მარტინ სკორსეზეს და რობერტ დე ნიროს ერთად რვა ფილმი გაუკეთებიათ. სკორსეზე ამგვარ მჭიდრო ურთიერთობას კიდევ ლეონარდო დიკაპრიოსთან ამყარებს. ოღონდ, მათაც ერთმანეთი დე ნირომ გააცნო და სკორსეზე დაარწმუნა, დიკაპრიოსთან ოდესმე აუცილებლად ემუშავა.

5. უეს ანდერსონი

 

 

უეს ანდერსონის ფავორიტი მსახიობები ოუენ უილსონი და ბილ მიურეი არიან. ისინი ანდერსონის ექვს ფილმში თამაშობენ.

უეს ანდერსონმა და ოუენ უილსონმა ერთმანეთი სტუდენტობის დროს გაიცნეს და შემდეგ დამეგობრდნენ. მიურეი კი ამბობს, რომ უესთან მუშაობა მისთვის თავგადასავალია.