კინოთეატრი „ამირანი“ და Event Cinema კიდევ ერთ განსაკუთრებულ ჩვენებას წარმოგიდგენთ. სამშაბათს, 17 ივლისს, მხოლოდ ერთი დღით, დიდ ეკრანზე ჩაიკოვსკის ოპერა „ევგენი ონეგინი“ გაცოცხლდება.

პუშკინის კლასიკური პიესა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ინტერპრეტირებული ნაწრმოებია მსოფლიო ლიტერტურში. არაერთი საოპერო და თეატრალური დადგმისა თუ კინოეკრანიზაციის მიუხედავად, ტატიანა ლარინასა და ევგენი ონეგინის სევდიანი სიყვარულის ისტორია დღემდე დიდ ინტერესს იწვევს მაყურებელში და ყოველ ახალ წარმოდგენას თუ ფილმს დიდი ვნებათაღელვა ახლავს თან. 

Event Cinema ამჯერად ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერის 2007 წლის დადგმას წარმოგიდგენთ. სპექტაკლის რეჟისორიც კანადელი რობეტ კარსენია. მთავარ როლებს რუსი ბარიტონი, დიმიტრი ჰვოროსტოვსკი და ამერიკელი სოპრანო, რენე ფლემინგი ასრულებენ, რომელთა დუეტმაც კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. „იშვიათად ნახავთ მსახიობების ისეთ კარგ თამაშს ოპერაში, როგორც მის ფლემინგისა და მისტერ ჰვოროსტოვსკის სცენებია“  წერდა პრემიერის შემდეგ New York times-ის მიმომხილველმა, ენტონი ტომასინი. 

ჰვოროსტოვსკი გასულ წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ონეგინი მისი კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული  როლი იყო და მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.

ჩვენება გაიმართება 17 ივლისს, 19:30 საათზე, „ამირანის“ მეოთხე დარბაზში