Event Cinema და კინოთეატრი ამირანი წარმოგიდგენთ ოსკარ უაილდის პიესის „ლედი უინდერმირის მარაოს“ ახალი დადგმის კინოჩვენებას. წარმოდგენის ნახვა მხოლოდ ერთხელ, 24 აპრილს იქნება შესაძლებელი.

სპექტაკლის პრემიერა ლონდონის „ვოდევილის თეატრში“ მარტის ბოლოს გაიმართა და მისი ლაივ ტრანსლირება ბრიტანეთი რამდენიმე კინოთეატრში განხორციელდა. დადგმის რეჟისორი ქეითი ბურკეა. მთავარ როლებს სამანტა სპირო და კევინ ბიშოპი ასრულებენ.

ოსკარ უაილდის სოციალური სატირა მაღალი კლასის წარმომადგენლების ორმაგ სტანდარტებსა და საეჭვო ღირებულებებზე მოგვითხრობს და ვიქტორიანული ეპოქის გვიან პერიოდში საზოგადოებაში ქალის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

სიუჟეტი ახალგაზრდა ქალის, ლედი უინდერმირის ირგვლივ ვითარდება. ის დაბადების დღის აღსანიშად ემზადება, წვეულებისთვის ყველაფერი მზადაა, თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ მოულოდნელად აღმოაჩენს რომ მისმა ქმარმა საღამოზე საიდუმლოებით მოცული უცნობი ქალი, მისის ერლინი დაპატიჟა. ეს ამბავი ყველაფერს თავდაყირა აყენებს. უინდერმირს ქმრის ერთგულებაში ეჭვი შეაქვს და ღალატში სდებს ბრალს. სასოწარკვეთილი ქალი მის მიტოვებას და სხვა მამაკაცთან წასვლას გადაწყვეტს. თუმცა, უცნობის ვინაობის გაგება ყველას საგონებელში აგდებს.

ჩვენება გაიმართება კინოთეატრ ამირანის მეორე დარბაზში. დასაწყისი: 19:30