„დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ამ ღამეს დაიწყო"
იური როსტი

 

იური როსტი  ფოტოგრაფი, ჟურნალისტი, მწერალი
თამაზ გამყრელიძე  ენათმეცნიერი, სსრკ სახალხო დეპუტატი 1980-იან წლებში
იგორ როდიონოვი  სამხედრო პირი, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი 1996-1997
არკადი მურაშოვი  სსრკ სახალხო დეპუტატი, რეგიონთაშორისი სადეპუტატო ჯგუფის აღმასრულებელი მდივანი

 

მიწევდა განსაკუთრებული გულმოდგინებით მომეყარა თავი მტკიცებულებებისთვის.  იმას გარდა, რომ გავიგონე გასროლა სამხედრო მანქანიდან, დავინახე, როგორ დავარდა ბიჭი და დახმარება გავუწიე ქირურგიულ განყოფილებაში გადაყვანისას, დაველოდე, როდის მომეცემოდა საშუალება რენტგენის სურათზე ტყვია გადამეღო. 

მთელი ეს სამუშაო ტარდებოდა „ლიტერატურული გაზეთი“-ს რეპორტაჟისთვის, რომელშიც იმხანად ვმუშაობდი. ვიცოდი ბევრს არ დამიბეჭდავდნენ, ამიტომ მომხდარი სამ გვერდზე აღვწერე და საქართველოს ცენტრალური კომიტეტისკენ გავემართე, სადაც შენარჩუნებული იყო კავშირი მოსკოვთან. დღევანდელი სახელმწიფო მინისტრის, ვაჟა ლორთქიფანიძის კაბინეტის სამთავრობო ტელეფონით სტატია რედაქციაში გადავეცი. ის არ დაბეჭდილა. სტანდარტული, იდეოლოგიურად გამოზომილი და ცრუ ტექსტებით გაივსო გაზეთები. მრცხვენოდა თვალებში შემეხედა ხალხისთვის, ვისთან ერთადაც მოედანზე ვიდექი.

თბილისური «Молодеж Грузии» -ს რედაქტორმა ვახტანგ აბაშიძემ მომძებნა და შემომთავაზა სტატია დაგვებეჭდა ფოტოებთან ერთად. ერთადერთი პირობით დავთანხმდი  მასალას დავურთავდით მითითებას, რომ სწორედ ამ სახით გაიგზავნა მოსკოვში 10 აპრილს. «Молодежь Грузии» დაკაბადონდა და კომენდანტის საათთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად ტიპოგრაფიაში გაიგზავნა. როცა ტირაჟი უკვე მზად იყო, სტამბაში შეჭრილმა სამხედროებმა მისი დიდი ნაწილი გაანადგურეს. თუმცა სტამბის თანამშრომლებმა რაღაც მაინც გადაარჩინეს...

ფრაგმენტი იური როსტის მოგონებიდან Ночь 9 фпреля ТБ

 

სსრკ სახალხო დეპუტატთა I ყრილობა 25.05.1989 ფრაგმენტი თამაზ გამყრელიძის გამოსვლიდან

 

სსრკ სახალხო დეპუტატთა I ყრილობა 25.05.1989 ფრაგმენტი იგორ როდიონოვის გამოსვლიდან

 

ყრილობის მიმდინარეობისას  ის თბილისის ტრაგიკული მოვლენებიდან, რომელმაც უნდა ითქვას რომ მთელი მოსკოვი ააფორიაქა, ერთი თვის თავზე ჩატარდა  საზოგადოება იყო ძალიან პოლიტიზებული. ცხადია ყრილობა დაიწყო ლატვიელი დეპუტატის წინადადებით წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ თბილისის მოვლენების მსხვერპლთათვის. ეს გორბაჩოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. დეპუტატები ადგნენ და პატივი მიაგეს დაღუპულებს. ამ მოვლენებმა გამოიწვია რეაქცია, რომელიც გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ყრილობაზე დებატების დროს, რომელიღაც სამხედრო მეთაური გამოვიდა აზრით, რომ თბილისში სწორად მოიქცნენ. ამას მოყვა პირველი ყრილობის ერთ-ერთი ყვლაზე დრამატული მომენტი  საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით, პარტიულ ხელმძღვანელობასთან ერთად, მათ შორის ცენტრალური კომიტეტის მდივანიც, ადგა და დატოვა ყრილობის დარბაზი. ისეთი აღმაშფოთებელი იყო ის, რაც ტრიბუნიდან ითქვა. ამ ჟესტს მოყვა დიდი მხარდაჭერა ბალტიისპირელი დეპუტატების მხრიდან. ჩვენც გამოვედით ქართველ დეპუტატებთან ერთად და კულუარებში გამოვხატავდით ჩვენს სრულ მხარდაჭერას მათდამი. 

(9 აპრილის მოვლენების შემსწავლელი) კომისიის შექმნის შესახებ შემოტანილი ინიციატივა გორბაჩოვმა მშვიდად მიიღო. კომისიის შემადგენლობაში შევიდა სერგეი სტანკევიჩი და სხვა დეპუტატები, რომლებსაც გულწრფელად სურდათ გარკვეულიყვნენ მომხდარში. ხელმძღვანელად დაინიშნა ანტოლი სობჩაკი. ყრილობის დასრულების შემდეგ, კომისია აღიჭურვა უფლებამოსილებით და დაიწყო მუშაობა. შემდეგ ყრილობაზე სობჩაკმა გააკეთა მოხსენება კომისიის მუშაობის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა ველოდით რაღაც სენსაციურ შედეგებს, რაღაც საზარელ ბოროტებას. თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა, იყო ჩვეულებრივი რუსული დოყლაპიობა, ლაჩრობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევა. კომისიის მუშაობის შედეგების მიხედვით ვერ გაირკვა ვინ იყო დამნაშავე ხალხის სიკვდილში, არავინ დასჯილა. ხოლო ადამიანი, ვის სახელსაც უკავშირდება ეს ტრაგიკული მოვლენები  საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი  ბორის ნიკოლსკი, ამის შემდეგ მოსკოვში მიიწვიეს და წლების განმავლობაში მოსკოვის მერის  იური ლუჟკოვის მარჯვენა ხელი იყო. 

ფრაგმენტი არკადი მურაშოვის ინტერვიუდან

რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია