„Вдруг –

обрадован моряк:

загорается маяк.

В самой темени как раз

показался красный глаз“

ვ. მაიაკოვსკი

 

გადაუდებლობის რეჟიმი ხშირად გადარჩენის მოდელად ისახება –

მაშინ, როცა ფიქრობ, რომ საერთოს ემსახურები. ან გსურს, საერთოს ემსახურო.

თუ გადაუდებლობა გადარჩენის რეჟიმია, მაშინ შენ იქმნი განცდას,

რომ ველოსიპედით მოძრაობ კლდის პირზე და როგორც კი პედლებს გააჩერებ, გა-

დაიჩეხები.

ეს განცდა გაიძულებს, არ გაჩერდე, ეს განცდა ბევრს შეგაძლებინებს,

ოღონდ ქმნის ილუზიასაც,

რომ სწრაფად შეცვლი რამეს. ჩქარა მოხდება რაღაც. ეს კი მატყუარა მობილიზაციაა.

ყალბი მობილიზაცია.

 

(ველოსიპედი გადარჩენის მეტაფორაა ვიტორიო დე სიკასთანაც, მაგრამ ის არასწორ

ადგილას და დროს გამოუხმობს სირცხვილს.

 

ეს სირცხვილი ბოროტებაა, ის უნდა გადადგეს).

 

#ხხხ

ხა ხა ხა ხა ხა ხა ხა.

ახ ახ. აიხა.

ახია.

ახი.

 

მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ უფრო შორს და ვთქვათ,

რომ გადაუდებლობის რეჟიმს ახასიათებს ერთი გადაუდებლობა,

რომელიც გვაბრუნებს იმასთან, რასაც გავექეცით – რაღაც დროს, რაღაც მომენტში

აღმოჩნდება, რომ საერთო საერთოდ აღარ გვახსოვს,

არამედ საკუთარი თავის გადარჩენით ვართ დაკავებულები.

 

ანუ საერთოზე ზრუნვა გადაიქცა ინდივიდუალისტურ პრაქტიკად.

 

ხოლო ეს გადაუდებლობის რეჟიმმა გამოიწვია.

 

კლდის პირზე ველოსიპედით მოსიარულე აღმოაჩენს, რომ თავად არის გადასარჩენი.

 

#წამოიღედაწამოდი

 

/წამოიღე ილი და ცოტა თხილი.

წყალწყალა სუპი მოვამზადე.

ფანჯარასთან უკვე ვიტირე.

ახველებს მამას.

თითქოს გულში ფრჩხილი ჩამასეს/

 

/ტკივილი, რომელსაც ვეჩვეოდი ამდენი ხანი,

ერთ მშვენიერ დღეს ვერ ვიცანი, ისე შეშუპდა.

მე მზად არა ვარ. არა მაქვს თავი, არ მაქვს ნერვები,

ამ ახალ ტკივილს რამე ვუღონო/

 

/აი, ამ კედლის ბზარებიდან, ასე მგონია,

ერთხელ  შიმშილი მყრალ თავს გამოყოფს

და ჩირქის წვრილ ბურთებს დაგვიშენს წითელი ხახიდან/

 

მელანქოლია, ხშირად, გადაუდებლობის რეჟიმით მიღებული ტრავმების ეფექტიც

არის.

 

მელანქოლია მთელი ძალით გაბრუნებს თვითტკბობასთან.

 

დიდი ხნით ეწებები იმას, რასაც გეგონა, რომ თავი დააღწიე.

 

ხოლო ხელოვანის მელანქოლიაზე ჩვენ მაშინვე გვახსენდება ვალტერ ბენიამინის მე-

მარცხენე მელანქოლია.

 

მაგრამ ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ბენიამინს ჰყავს წინამორბედი და ეს ფრიდრიხ

ენგელსია.

 

ორივე მიზანში იღებს მემარცხენედ განწყობილ პოეტებს (ხელოვანებს) და ერთი და

იმავე ბრალდებით დახვრეტას უსჯის. ალალია.

 

ამ დახვრეტის დეტალებზე სხვა დროს შეიძლება თქმა, მელანქოლიის გარეშე.

 

გადაუდებლობის რეჟიმი გადასადებია. მაგრამ რომელი სათნოებები დაგვეხმარებიან

ამაში? იმედი, უპირველესად.

 

არა უსაფუძვლო ოპტიმიზმი – სადამსჯელო იარაღი ინტეგრირებული იდიოტების ხელ-

ში, არამედ იმედი.

 

(თუ ოპტიმიზმია, მაშინ მხოლოდ მებრძოლი ოპტიმიზმი, რომლის მეშვეობითაც, მა-

რქსის თქმით, „ვერ განხორციელდება აბსტრაქტული იდეალები,მაგრამ სამაგიეროდ

შესაძლოა გამოთავისუფლდეს ახალი, უფრო ადამიანური საზოგადოების დაფარული

ელემენტები...“)

 

„... რწმენა იქნებოდა გახსნილობა ჭეშმარიტების მიმართ,

სიყვარული – გზის მაუნივერსალიზებელი ქმედითობა,

ხოლო იმედი – მაქსიმალური დაჟინებულობა ამ გზაზე...“

 

მაგრამ შეკითხვა ისაა, ვინ სად სახავს ბრძოლის ველს, ვის სად ეგულება ის და ვის

რისი იმედი აქვს?

 

და შემდეგი კითხვა იქნებოდა – ვის  ბრძოლას განსაზღვრავს ესთეტიკა და ვის ესთე-

ტიკას – ბრძოლა?

 

ესთეტიკური, ან სულაც სტილისტური უთანხმოებები უფრო ხშირად რატომ თამაშობს

გადამწყვეტ როლს, და არა ეკონომიკური?

 

როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

 

#კატექონი

[არა ლოცვით და არც შრომით, ბადით, ბადექონით,

ბოროტება შეჩერდება მხოლოდ კატექონით]

 

მაგრამ გადაუდებლობის გადადება უმოქმედობას კი არ ნიშნავს,

 

არამედ საქმეში პრაქტიკული გონების ჩართვას. ხოლო პრაქტიკული გონება ისაა, რო-

მელიც ჩვენ გვეუბნება

 

რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

 

ციმციმებს იმედი და მისკენ სავალ გზას მედეგობის პრინციპი ამძიმებს.

 

და მისკენ სავალ გზაზე დევს წვრილი და მსხვილი პრაქტიკული ამოცანები.

 

და ამ ამოცანების გზადაგზა გადაწყვეტის წარმატებულობა-წარუმატებლობა ნუ  გამოკ-

ვებავს ილუზიას, რომ ეს ამოცანები ცალკე, მოწყვეტით არსებობს.

 

ისინი ყოველთვის უკავშირდება ერთმანეთს და შემდეგ იმას, რაც ადამიანთა მოდგმას

მიემართება (და არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას).

 

თუ განიზრახება ამ ამოცანების საერთოს გარეთ გადაწყვეტა,

მაშინ ის იდენტისტური ისტერიკაა

და ერთი ხელით რომც აშენებდეს, მეორეთი დაანგრევს.

არსებობს ხდომილებები, რომელთა მიმართ ერთგულება შესანარჩუნებელია,

ხოლო ამ ერთგულებას აძლიერებს მომდევნო შესაძლო ხდომილების იმედი.

ხოლო ამ ორ ხდომილებას შორის გზაზე ბევრი ბრძოლა და ცხოვრებაა

წარმოდგენადი და წარმოუდგენელი.

ამ გზაზე მყარი ცოტა რამაა. ყველაფერი ჟონავს,

რომ კაპიტალისტურ ცირკულაციას შეუერთდეს.

 

ამ გზაზე ხშირად დიამატი გვერჩივნოს დინამიტს (დიალექტიკური მატერიალიზმი – 

აფეთქებას, შესწავლა და დუმილი – მეტყველებას, თვალთმაქცობა და ანონიმურობა –

უადგილო/უდროო სიმართლის ამოყვირებას, რომელიც ბოროტებად იქცევა), ხშირად

კი ისინი მოკავშირეობენ  საჭიროების მიხედვით.

 

„სიმამაცისა და ცოდნის ორმაგი კავშირის წყალობით, მომავალი კი არ მოდის ადამი-

ანთან როგორც ბედისწერა, არამედ პირიქით – ადამიანი მიდის მომავალთან და შეა-

ბიჯებს მასში იმ ყველაფრით, რაც გააჩნია“. 

 

#და მაშინ

შენ დაიმცრობ თავს

და რაკი დაიმცრობ, კიდეც ამაღლდები,

და როცა ამაღლდები,

ბავშვები იმღერებენ შენთვის წაგრძელებული ყელით,

ქალები ატარებენ შენს ნაყოფს ნეტარად,

კაცები უარს იტყვიან მსხვერპლშეწირვაზე,

მაგრამ თუ

ჩვენსა და შენ შორის ჩადებ სისხლს და ქუფრს,

ვინ ვართ ჩვენ, რომ არ მივიღოთ იგი,

ვინ ვართ ჩვენ, რომ უარი ვთქვათ შენს გამოცდაზე.