არა

  1. არის სკოლები, სადაც ბავშვებს უნიფორმას აცმევენ. ეს უნიფორმა ტანსაცმელზე მეტია. ასე აუსახურებს სკოლა ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს.
  2. ბულინგი, „არა-კაცური“ და „არა-ქალური“ ქცევების გამო დაცინვა, ინდივიდუალობის ზედმეტი გამოხატვა სკოლაში ხშირად ისჯება – ხან სხვა მოზარდების, ხან მასწავლებლების მხრიდან.
  3. სკოლა შემოქმედ ადამიანს ამსგავსებს რობოტს, რომელიც ვერ აკეთებს თავისუფალ არჩევანს და არ ცდილობს, უფრო ღრმად გაიცნოს საკუთარი თავი.
  4. სკოლაში გვიმალავენ, რომ „წარმატებული“ მოკვდავები, სადღაც, შიგნით ცარიელი და სევდიანები არიან. სკოლა ცდილობს, დაგვამსგავსოს ჩაძირულ გემს, რომელიც არის და თან არ არის.
  5. სკოლა არ გასწავლის, იყო „ვარსკვლავი, რომელიც ანათებს“, იქ მიღებული განათლება არასდროს არის საკმარისი არც ადამიანის და არც სამყაროს შესაცვლელად.

კი

  1. სკოლაში ვსწავლობთ საკუთარი თავის აღქმას ჯგუფში; პირველად იქ ვხვდებით სხვადასხვა ოცნებისა და მიზნის მქონე ადამიანებს.
  2. სკოლა საერთო გამოცდილებაა, რომელიც თაობებს საზოგადოებად კრავს. მამაჩემი სკოლის კატლეტს იხსენებს სიყვარულით, ჩემი თაობა – შატალოებს, მომავალ თაობას თავისი განსხვავებული მოგონებები ექნება.
  3. იმის მაგივრად, რომ საათობით ეძებო პასუხები ონლაინფორუმებზე ან მეზობლის გაცრეცილ რვეულებში, შეგიძლია გაკვეთილებზე იარო და უსმინო მენტორებს.
  4. გადახეულ ჯინსში ან მობილურში დამალული შპარგალკებით გამოცდების ჩაბარება იმ გამოცდების მეტაფორაა, რაც ცხოვრებაში გვხვდება.
  5. სკოლა გეხმარება დაინახო საკუთარი ევოლუცია იმ დროიდან, როცა არ იცოდი წერა-კითხვა და მეგობრობა, იმ დრომდე, როცა მეტ-ნაკლებად იცი, რისი თავი გაქვს.