CNN

20 ივნისი, 2019

დემონსტრანტები რუსი დეპუტატის ვიზიტს აპროტესტებენ და საქართველოს პარლამენტში შეჭრას ცდილობენ

(CNN) ათასობით განრისხებული აქციის მონაწილე საქართველოს დედაქალაში, პარლამენტის წინ, რუსი პარლამენტარის ხუთშაბათის ვიზიტს აპროტესტებდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა სესია, რამაც ოპოზიციის დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. „როიტერის“ ცნობით, გავრილოვმა დელეგატებს რუსულ და არა ადგილობრივ ენაზე მიმართა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომხდარის გასაპროტესტებლად სასწრაფოდ დაიკავეს ტრიბუნა.

გავირილოვმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ აღშფოთებულმა ქართველმა დეპუტატებმა მას წყალი შეასხეს.

„დარბაზში შემოიჭრნენ, ტრიბუნა და სავარძელი დაიკავეს“  თქვა გავრილოვმა. „შესვენება გვქონდა, ისინი კი მე მეძებდნენ, დამიხიეს დოკუმენტები, წყალიც შემასხეს, თან პუტინის პორტრეტებს მიჩვენებდნენ“.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებთან შეტაკებების შედეგად დემონსტრანტებს ჭრილობებიდან სდიოდათ სისხლი, სხვებს კი სპეცდანიშნულების რაზმის წევრების ფარები და აღჭურვილობა ეჭირათ ხელში.

 

 

BBC

20 ივნისი

პროტესტი საქართველოში: სპეცრაზმი ხალხს პარლამენტში შეჭრისგან აჩერებს

განრისხებული დემონსტრანტები თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობის დაკავებას ცდილობდნენ.

ისინი აღშფოთნენ იმის გამო, რომ რუს დეპუტატს, სერგეი გავრილოვს მისცეს უფლება მიემართა საქართველოს პარლამენტისთვის.



REUTERS

21 ივნისი

პოლიცია საქართველოში მომიტინგეებს რეზინის ტყვიებს უშენს: აცხადებს როიტერის თვითმხილველი

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, დემონსტრაციის დაშლის მიზნით, პოლიციამ რეზინის ტყვიები დაუშინა. Reuters-ის თვითმხილველი აცხადებს, რომ ხალხი რუსი დეპუტატის ვიზიტმა აღაშფოთა.

თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, რუსეთის პარლამენტის წევრის ვიზიტსა და პარლამენტში მის სიტყვით გამოსვლას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ათეულობით ადამიანი რეზინის ტყვიებით დაზიანებისა და გაზით მოწამვლის შედეგად საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 



The Guardian

21 ივნისი

...საპროტესტო გამოსვლები ერთწლიან, უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებას მოჰყვა, როცა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიმართ იმედგაცრუებამ და ფრუსტრაციამ პიკს მიაღწია, რუსი დეპუტატის ვიზიტი კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა…

აშშ-ს საელჩოს განცხადებაში წერია: „გვესმის გაღიზიანების, რასაც დღეს უამრავი ადამიანი განიცდის, თუმცა მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე... და მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ“.

რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლამ ვოლოდინმა საქართველო საერთაშორისო კონვენციების ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა. „მათ არა მხოლოდ ვერ უზრუნველყვეს ღონისძიების უსაფრთხოება, არამედ ვერ დაიცვეს ვერც რუსული დელეგაცია თავდასხმებისა და მუქარებისგან“, – განუცხადა ვოლოდინმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“.

The Washington Post

21 ივნისი

ოფიციალური პირის მონაცემებით, შეტაკებებში 200-ზე მეტი ადამიანია დაშავებული

...პარასკევს გავრილოვმა შეტაკებების გამო დაადანაშაულა „რადიკალური ჯგუფები“, რომლებიც „გადატრიალებას“ გეგმავდნენ. სახელმწიფო ტელევიზიის „რასია 24“-ის ეთერში გამოსვლისას, გავრილოვმა უარყო ინფორმაცია, თითქოს, ის აფხაზი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა და განაცხადა, რომ იქ მხოლოდ „ჰუმანიტარული მისიით“ იმყოფებოდა.

რუსეთის ოფიციალური პირები საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გააბრაზა. მათ განაცხადეს, რომ ქართველი პოლიტიკოსები აფერხებენ ურთიერთობების შერბილების ნელ პროცესს, რაც ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს შეიმჩნევა.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია „ანტი-რუსული პროვოკაციის“ გამო და ამ შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზია ათასობით რუსი ტურისტი, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში ისვენებენ.

 

The Washington Post

ესოშიეიტიდ პრესი, 20 ივნისი

სპეცრაზმს საქართველოს პარლამენტიდან დემონსტრანტები გაჰყავს

საპროტესტო გამოსვლები ხუთშაბათს რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტის შენობაში გამოჩენას მოჰყვა. გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას წარმოადგენდა.  

გავრილოვი მხარს უჭერდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას… ის ასევე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი პოლიტიკოსია  პუტინი კი ბევრი ქართველისთვის საძულველი ფიგურაა.