„ინდიგოს“ ინტერაქტიული მულტიმედიური პროექტი „საპატრიარქოს კაპიტალი” ერთწლიან კვლევას ეფუძნება და 5000-ზე მეტი საჯარო დოკუმენტის ანალიზის შედეგად შეიქმნა. პროექტში შესწავლილია დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას საპატრიარქოს და სინოდის წევრების ქონების, ბიზნესისა და არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოფიციალურ მონაცემებეზე დაყრდნობით შეგვიძლია დავინახოთ საპატრიარქოსა და უმაღლესი სასულიერო პირების რეგისტრირებული კაპიტალის მასშტაბი.

მულტიმედია პროექტის ნახვა შესაძლებელია ონლაინ: sapatriarqoskapitali.documenti.ge

პროექტს ვერ ნახავთ მობილურზე, მისი სრულფასოვანი აღქმა შესაძლებელია მხოლოდ ფართო ეკრანზე

პროექტის ავტორები: ნინო ლომაძე, ნინო ჯაფიაშვილი, ნინო ბაქრაძე