არა

1. რა თქმა უნდა, არა. ნებისმიერი გეი აქტი ანრისხებს უფალს, ხოლო როცა უფალი განრისხდება, ის სჯის ადამიანებს – ძირითადად, კატაკლიზმებით. ზუსტად ჰომოსექსუალების მომრავლებას უკავშირდება ეს გახშირებული მიწისძვრები, ცუნამები, ტორნადოები და ომებიც კი.

2. იოანე ზოსიმე ქართულ ენას ანგელოზების ენას უწოდებდა, ჩვენი ამორალური გეი კავშირების გამო კი შეიძლება ანგელოზებმა შეწყვიტონ ამ ღვთაებრივ ენაზე საუბარი. ან კიდევ უარესი: შესაძლოა, იმდენად გაგვიბრაზდეს ღმერთი, რომ განკითხვის დღეს ქართულად აღარ განიკითხოს კაცობრიობა.

3. ქვეყნებს, სადაც ხშირია გაუკუღმართებული სექსუალური კავშირები, ელით იგივე ბედი, რაც სოდომს და გომორას. თუ ჩვენ იმდენად გავირყვნებით, რომ ათ წესიერ ადამიანს ვეღარ იპოვის ღმერთი, საქართველოსაც მოუვლენს ცეცხლისა და გოგირდის წვიმას. 

4. ქრისტე გვეუბნება: „თუ შენი ხელი ანდა შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე: გიჯობს უხელოდ ან უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში“ (მათეს სახარება 18:8). ასე რომ, თითოეულმა ჰომოსექსუალმა ნებისმიერი ფორმით უნდა მოიკვეთოს ანალური გასასვლელი! (ანდაც ნება იბოძოს და დანიშნულებისამებრ გამოიყენოს!) სხვა შემთხვევაში, საკუთარი გარყვნილი უკანალიანად აღმოჩნდებიან საუკუნო ცეცხლში.

5. ქართველი ქრისტიანი ვერ იქნება გეი, მას ამის საშუალებას რასა არ მისცემს. ყველა „ქართველი“ გეი გენეტიკური გადახრაა ჭეშმარიტი ქართული გენეალოგიიდან.

კი

1. კოსმოსში ყოველდღიურად იბადება უამრავი ახალი ვარსკვლავი, გალაქტიკა თუ სხვა ტიპის ციური სხეულების ერთობა, რაც აშკარას ხდის, რომ ღმერთი დღემდე განაგრძობს სამყაროს გაფართოებას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თვით ყოვლისშემძლე ღმერთსაც კი ეცალოს მილიონობით ქმნილებათაგან ერთ-ერთი სახეობის ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე საფიქრალად და, მით უმეტეს, განსასჯელად. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ასეც რომ არ იყოს, ყველა ადამიანი თავისუფალია და არავის აქვს მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება, თავად ღმერთსაც კი!

2. რამდენიმე საუკუნის წინ ერთ-ერთმა მკვლევარმა შემთხვევით აღმოაჩინა და გაშიფრა ხელნაწერი, სადაც ქრისტეს ჩვენთვის უცნობი ქადაგებაა აღწერილი, რომელშიც ქრისტე ძალიან აშკარად გმობს ჰომოფობიას და ამბობს, რომ ჰომოსექსუალიზმი არ არის ცოდვა.

3. ძველ ეგვიპტეში ჰომოსექსუალურ კავშირებს ფსიქოლოგიური თერაპიის მიზნით მიმართავდნენ ფარაონები, რომლებიც მონების მართვის უმძიმეს სამუშაოს ასრულებდნენ ყოველდღიურად, რაც ძალიან დამღლელი იყო. ხოლო თავად მონებს აკრძალული ჰქონდათ ამგვარი კავშირები, რადგან, გადმოცემის მიხედვით, იგი აფართოებდა ცნობიერებას და ათავისუფლებდა მათ მონური ფსიქოლოგიისგან, რის შემდგომაც ისინი უარს აცხადებდნენ ფარაონის ბრძანებების შესრულებაზე.

4. სინამდვილეში, ყველა ადამიანი, ვინც მასტურბირებს, ჰომოსექსუალია, რადგან მასტურბაცია არის საკუთარ სასქესო ორგანოსთან კონტაქტი სიამოვნების მიღების მიზნით, ანუ ინტიმური კავშირი საკუთარ თავთან, შენივე სქესის წარმომადგენელთან. ამიტომ ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლა უაზრო დროის კარგვაა, სანამ არსებობს გეი ურთიერთობის ყველაზე გავრცელებული სახეობა, მასტურბაცია. შესაბამისად, ნებისმიერმა ჰომოფობმა პირველ რიგში თავად უნდა შეწყვიტოს მასტურბაცია და მხოლოდ მას შემდეგ გამოხატოს პრეტენზიები გეი ურთიერთობების წინააღმდეგ.

5. ყველასათვის ცნობილია, რომ დღეს მსოფლიო განიცდის ოვერპოპულაციას, დედამიწის რესურსი სულ მალე არასაკმარისი აღმოჩნდება ამ რაოდენობის მოსახლეობისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აპოკალიფსი, გეი ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ფორმაა მსგავსი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.