გლაუბერ როშა „რადიკალური კინოს“ ენით შეეცადა კარგი კინოს მიმართ მაყურებლის ნდობის დაბრუნებას; იგი დარწმუნებული იყო, რომ „უხამს ლათინურამერიკულ კინოს“ და თუნდაც ბრაზილიურ კარნავალებს, მუდმივად რომ დასცინოდა თავის ფილმებში, კონკურენციას გაუწევდა მისი „არქაული კინოენა“, მკაცრი, დაუნდობელი და სასტიკი. მაგრამ როშა ილუზიების მსხვერპლი აღმოჩნდა – ბრაზილიელი მშრომელი, ბრაზილიელი უპოვარი არ წავიდა მისი ფილმების სანახავად. კინოენა, რომელსაც „სინემა ნუოვოს“ რეჟისორები ხალხის ენას უწოდებდნენ, სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ხალხისთვის. როშას სურათებს მაყურებელი რომ მიეზიდა, ბრაზილიური ცენზურა დაუყოვნებლივ ამოქმედდებოდა და „სინემა ნუოვოს“ ფილმებში მინიმუმ „ძალადობის პროპაგანდას“ მაინც დაინახავდა. ასე არ მოხდა. რეჟისორი, რომელმაც მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კინოს ენის განვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ დაასწრო რაინერ ვერნერ ფასბინდერს და კინოში მძლავრად შემოიტანა ბერტოლტ ბრეხტის ესთეტიკა, ცენზურას სხვა მიზეზითაც გადაურჩა. გლაუბერ როშა 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავისი არგენტინელი თუ ჩილელი კოლეგებისგან განსხვავებით, ის გადაურჩა სასტიკ სამხედრო დიქტატურას და სამშობლოდან განდევნას. თავისი კუბელი კოლეგებისგან განსხვავებით კი – კომუნისტურ ცენზურას. 

 

***

მუ­ჰა­მედ ლახ­დარ­-­ჰა­მი­ნის ფილ­მი „ცეცხლოვანი დღე­ების ქრო­ნი­კა“, სამ­სა­ა­თი­ა­ნი ეპო­სი ალ­ჟი­რე­ლი ხალ­ხის გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ბრძო­ლის ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად „ოქროს პალ­მით“ აღი­ნიშნა კა­ნის 1975 წლის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, ალ­ჟირ­ში ეკ­რანებ­ზე სულ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და. არა იმი­ტომ, რომ კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბას ზე­ვი­დან მი­უ­თი­თეს, ფილ­მი უბ­რა­ლოდ ჩა­ვარ­და გა­ქი­რა­ვე­ბა­ში – მა­ყუ­რე­ბე­ლი ასეთ თხრო­ბას, სი­უ­ჟე­ტის ასეთ გან­ვი­თა­რე­ბას მიჩ­ვე­უ­ლი არ იყო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, მა­ყუ­რე­ბელ­მა უბ­რა­ლოდ არ იცო­და ასე­თი კი­ნოს ყუ­რე­ბა.

 

კინო და ცენზურის მე-9 ნაწილი სრულად ინდიგოს 28-ე ნომერში