გადამწიფებული და დაჟეჟილი ხილი შეგვიძლია ნატურალურ და არომატულ კომპოტად ვაქციოთ.

მოვიძიოთ სახლში ნებისმიერი ხილი, რომელიც გადასაყრელად გვენანება. დავჭრათ და ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ წყალი და წამოვადუღოთ. არომატისთვის დავუმატოთ დარიჩინი. წამოდუღებიდან 15 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ ცეცხლზე. გავაციოთ კომპოტი და მივირთვათ.