გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დაკარგული ხმების (ან ბგერების) ძიებაში | ინტერვიუ მუსიკოს გაჩა ბაქრაძესთან

„ეს შენობა მგონი 1929 წელს აშენდა. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, თუმცა მომავალი წლიდან აქაურობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს“, – ამბობს გაჩა თავის ახალ სამუშაო სივრცეზე.

მეც იქ ვესტუმრე – ადგილზე, რომელიც მისი წარმოდგენით თბილისის მომავალი კულტურული ცენტრი უნდა გახდეს.

შენობის ნანგრევებში ვსეირნობთ და გაჩა ჰაერში ხელით ხაზავს იმ ადგილებს, სადაც ბიბლიოთეკა, კაფე, კლუბი და მულტიდისციპლინური სახელოვნებო ცენტრი უნდა აშენდეს. ეტყობა, რომ მის გონებაში მშენებლობა უკვე დასრულებულია – შენობის ყველა კუთხეს ძალიან ნათლად ხედავს. მთლიანად მოცულია ამ ამბით, მაგრამ მაინც ვცდილობ, სხვაგან გადავისროლო – თავისი პირველი ბგერითი გამოცდილება გავახსენო და იმ პერიოდზე დავაფიქრო, როდესაც გააცნობიერა, რომ მის ირგვლივ მიმოფანტული ბგერები რაღაც ჰარმონიას, მუსიკას ქმნის.

„ინსტრუმენტებთან შეხებამდე ხმებს ეგრე ყურადღებით არ ვაკვირდებოდი, არ დამიფიქსირებია, რომელ ბგერას რა შეგრძნება მოჰყვებოდა. ეს დაკვირვებები მუსიკასთან ურთიერთობით დაიწყო“.

ინდიგო: ჰო, მაგრამ შენ ხო ბათუმში

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა