თუ მიხვდები მხოლოდ დასაწყისით რა წიგნი გიჭირავს ხელში?

#1

ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური ოჯახი თავისებურად უბედურია. 

ანა კარენინა, ლევ ტოლსტოი

#2 
- ტომ!
პასუხი არ არის
- ტომ!
პასუხი არ არის.
- რა დაემართა იმ ბიჭს?
-ტომ!
პასუხი არ არის.

 

ტომ სოიერის თავგადასავალი
მარკ ტვენი

#3 
რა ვიცოდი, თურმე ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა.

უმანკოების მუზეუმი
ორჰან ფამუქი

 #4 
გაზაფხულის ერთ მცხუნვარე დღეს, საღამო ხანს, პატრიარქის ტბორებს ორი მოქალაქე ეწვია. 

 

ოსტატი და მარგარიტა
მიხაილ ბულგაკოვი

#5 
დამიძახეთ ისმაილი.

 

მობი დიკი
ჰერმან მელვილი

 #6
გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად. 

 

მარტოობის ასი წელიწადი
გაბრიელ გარსია მარკესი

#7
მისის დოლოუეიმ თქვა, რომ თვითონ იყიდდა ყვავილებს.

 

მისის დოლოუეი
ვირჯინია ვულფი

 #8
ხომ მშვენიერია ეს მხარე, მისი მთა-ბარი? შორს ლამაზი მთები ესაზღვრება. ჰორიზონტი აქვს, რასაც ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის.

 

საყვარლები
ელფრიდე იელინეკი

 #9 
ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში საშინელ მწერად ქცეულიყო.

 

მეტამორფოზა
ფრანც კაფკა

#10
ნიცაში მინდა... ვინ მეუბნებოდა? მთელი ნიცა არაბებს აქვთ აღებულიო, საფრანგეთში ნაციონალიზმის ტალღა აგორდაო –არაბებმა და ზანგებმა გადაჭამეს ყველაფერიო. ჰო, ერთი შენიღბული ზვიადისტი მეუბნებოდა სუფრაზე.

 

ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები
აკა მორჩილაძე