კომპანია არგო წელს მეორედ არაჩვეულებრივ გამოფენას მართავს და მონაწილეობის მისაღებად მხატვრებსა და ილუსტრატორებს იწვევს. 

კონკურსში ჩართული ნამუშევრების საშუალებით დროებითი არტისტული შეფუთვა შეიქმნება, არგოს შუშის ბოთლებზე გადავა და ერთდროულად მოიპოვებს ყველაზე მრავალფეროვან დამთვალიერებელს.

კომპანია არგო მსგავს კონურსს წელს მეორედ მართავს. თემა მუსიკაა, უფრო სწორად კი, ფრაზა:

„აღმოაჩინე მუსიკა შენში“. 

ეს არტისტებისთვის ნიშნავს, რომ ნამუშევრები თავიანთი საყვარელი, საინტერესო, ახალი ან ძველი მუსიკის ინსპირაციით უნდა შექმნან.

ილუსტრაციებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. ჟიურის შემადგენლობაში შედიან გამომცემლობა ინდიგოსა და კომპანია „არგოს“ მიერ შერჩეული დიზაინერები. ჟიურის წევრები იქნებიან „არგოს“ კონკურსის წინა წლის გამარჯვებულებიც. 

„არგოს“ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით მომხმარებლის რჩეული ცალკე გამოვლინდება.

ნამუშევრების მიღება 31 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.  

დავალება დეტალურად:

  • შექმენით დროებითი შეფუთვა შერჩეულ თემაზე.
  • არგოს ლოგო ყელის ეტიკეტზე იქნება გათავსებული, მის გამოყენებას ნამუშევარში თავად არტისტი გადაწყვეტს ისევე, როგორც ბრენდის ფერს.
  • კარგია, თუ ნამუშევარს შექმნის ისტორიაც მოჰყვება (თუმცა სავალდებულო არ გახლავთ).
  • ნამუშევრები არ უნდა შეიცავდეს საბავშო ხასიათის ელემენტებს.