კი

რასაკვირველია, ქალური ბედნიერება არსებობს. შეყვარებული როცა დამშორდა, ძალიან ბედნიერი იყო.

არა, შეიძლება არც არსებობდეს, მაგრამ ნამდვილად არსებობს.

მე მწამს ბედნიერი ქალების და ზედმეტ კითხვებს არ ვსვამ. ფანატიკოსი ვარ.

პატრიარქატი? არა, ქალური ბედნიერება.

ქეთი მერკვილაძე? არა, ქალური ბედნიერება. 

 

არა

ქალური ბედნიერება რომ არსებობდეს, ამისათვის საჭიროა, პირველ რიგში, ბედნიერება არსებობდეს. ბედნიერება არ არსებობს. 

არა, შეიძლება არსებობდეს კიდეც, მაგრამ ნამდვილად არ არსებობს.

მე არ მწამს ბედნიერი ქალების, თუმცა, ამის დამტკიცებას არ შევეცდები. აგნოსტიკოსი ვარ.

ამ პატრიარქატის ხანაში კაცური ბედნიერებაც კი არ არსებობს და, ხომ გესმით...

გახსოვთ ქეთი მერკვილაძის სიმღერა „ქალს, ბედნიერ ქააალს“? აჰ, ეგ „მშვენიერ ქალს“ იყო. აკი ვთქვი, არ არსებობს-მეთქი.