აქციო თბილისი ველოსიპედების ქალაქად – იდეალისტური მიზანია, ბარიერების დაძლევას რომ მოითხოვს, ისეთი. მათ შორის ერთ-ერთი იმ გავრცელებული შეხედულების ცვლილებაა, რომელიც ოდესღაც გვითხრეს და ჩვენც გონებაში მყარად ჩავიბეჭდეთ: თბილისი ველოსიპედების ქალაქი არ არის.  

თუმცა, კარგი იდეა ყველაფერს თავდაყირა აყენებს: განსხვავებულად ფიქრისკენ გვიბიძგებს და მთელი არსებით გვაგრძნობინებს, რომ ის, რაც სხვებმა ურყევ რეალობად მიიჩნიეს, სინამდვილეში მხოლოდ მითია. მითი, რომელიც სულ ცოტა მონდომებითაც გაიფანტება.  

კამპანია ტერა ბაიკის დაგეგმვისას მოტივაციას სწორედ იდეა გვაძლევდა. გვარწმუნებდა, რომ ადამიანების წარმოდგენების შეცვლა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ვხვდებით, რომ ერთი ინიციატივით საბოლოო მიზნამდე მოკლე დროში ვერ მივალთ, თუმცა ვიცით ისიც, რომ გზის გავლა და წინააღმდეგობების დაძლევა მონდომებით, პირველი ნაბიჯის გადადგმით იწყება. ჰოდა, ჩვენც ეს ნაბიჯი თამამად გადავდგით. 

შენ „ინდიგოს“ მკითხველი ხარ, არ გეშინია ექსპერიმენტების და აცნობიერებ, რომ მათ გარეშე ცვლილებები არ ხდება. შეგიძლია, ყველაზე წარმოუდგენელი იდეების განხორციელების ფერხულში ჩაება და ყველას დაუმტკიცო, რომ ძალისხმევა, თუნდაც ძალიან მცირე, უკვალოდ არასდროს იკარგება. 

გახდი ჩვენი წამოწყების თანამოაზრე, ერთად ვაჩვენოთ, რომ ველოსიპედით სიარული თბილისშიც მარტივია. მოიმარჯვე ჩვენი საზაფხულო საჩუქარი – ტერა ბაიკის ბარათი და გამოგვყევი ცვლილებების გზაზე. 

შე­ნი ვე­ლო­სი­პე­დი ტე­რა­ბან­კის ვე­ლო­სად­გომ­ზე და­გე­ლო­დე­ბა: 

• ავლაბარი – ქეთევან დედოფლის გამზირი №3

• ვაკის პარკის მიმდებარედ – ილია ჭავჭავაძის გამზირი №43

• პეკინის გამზირი №24ა

• დავით აღამაშენებლის გამზირი №148

• აკაკი წერეთლის გამზირი №60