ყველაზე მკვეთრად და მწარედ თბილისის დაბინძურებული ჰაერი მაშინ მაწუხებს, თუ საიდანმე ვბრუნდები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს საიდანმე ზუგდიდია, მესტია, წყალტუბო თუ ბუდაპეშტი. პირველ დღეს ცხვირი მეწვის და თავის ტკივილიც გამოწერილი მაქვს. მერე "ფორმას ვუბრუნდები" და თუ უკვე ხედვაშიც არ შემიშალა ხელი ჩემი ტოლი "კამაზის" ან მუნიციპალური "ბოგდანის" გამონაბოლქვმა, თითქოს ვეღარც ვამჩნევ, ან ვცდილობ, არ შევიმჩნიო.

კი, დილას მეც დაღლილი ვიღვიძებ, კი, თვალები მეც მეწვის ხოლმე, კი, ჩემი ცხვირსახოციც შავდება, მაგრამ რა გავაკეთო? ჯანსაღი ხეების მოჭრას მეც ვაპროტესტებ, ვცდილობ მეტროთი ან ფეხით ვიარო, მაგრამ ყოველთვის რომ არ გამოდის? მანქანა მაინც მჭირდება – ოჯახი, ისა, ესა. ჩემი მანქანა მცირელიტრაჟიანი და მოწესრიგებულია, 22 სექტემბერს ახლოსაც არ გავკარებივარ. მეტი რაღა შემიძლია?

ჩემს კითხვას „თეგეტა მოტორსმა“ უპასუხა. წამოიწყო მშვენიერი და არაჩვეულებრივი ეკოკამპანია #არგამბოლო და მეც და შენც გვთავაზობს, უფასოდ შევამოწმოთ ჩვენი ავტომობილების გამონაბოლქვი რამდენად ტოქსიკურია. თუ შედეგი ეკოსტანდარტს დააკმაყოფილებს, სტიკერს მივიღებთ, რომელიც დაადასტურებს, რომ ავტომობილი შემოწმებულია და „თეგეტა მოტორსში“ გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი. გგონია ამით სრულდება ყველაფერი? არა, მოემზადე პიედესტალისთვის – კიდევ გარემოზე მზრუნველი მძღოლის სერტიფიკატს მიიღებ და ჯილდოდ ხის ნერგიც გადმოგეცემა.

მეორე ვარიანტი, მიხვდებოდი, სტანდარტსქვემოთ აღმოჩენილი მაჩვენებელია. უსაჩუქროდ არც ამ შემთხვევაში რჩები – მიიღებ მწვანე ვაუჩერს, რომელიც გამონაბოლქვის სისტემის გასამართ სერვისზე 50-პროცენტიან ფასდაკლებას უზრუნველყოფს.

თუ მისვლა დაგეზარა, გაიხსენე, რომ საქართველოში და განსაკუთრებით დიდ ქალაქებში ჰაერი კარგა გვარიანადაა დაბინძურებული. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, თბილისში ჰაერის ერთ კუბურ მეტრში საწვავის წვის შედეგად მოხვედრილი მყარი ნაწილაკების მაჩვენებელი ნორმაზე 2-ჯერ მეტია. სწორედ ეს მიკროსკოპული ზომის მყარი ნაწილაკებია, სასუნთქი გზების გავლით ფილტვებში რომ ილექება და შენი და ჩემი ჯანმრთელობისთვის საზიანო და საშიშია, იმუნიტეტსაც გვიქვეითებს, ალერგიასა და ბრონქიტსაც იწვევს და კიდევ ათას უბედურებას.

თუ იტყვი, მარტო გამონაბოლქვი ხომ არ აბინძურებს ჰაერსო, კიდევ მაქვს არგუმენტი – ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი (70 პროცენტზე მეტი) გაუმართავი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვია.

აი, ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, განა რა ძალისხმევა უნდა დაგჭირდეს "თეგეტა მოტორსში" მისასვლელად? მიაკითხე რა, გთხოვ, ნურც შენ გაიბოლები და მეც #არგამბოლო