დაუსრულებელი გეოგრაფიები

ინდიგოს ვორკშოპი

29-30 ივნისი

თბილისის აღმოსავლეთით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვრცელ ველებზე ხეხილის ბაღები იყო. ამ ტერიტორიას, ასი წლის წინ, ჯერ კიდევ ველკეთილს ეძახდნენ. ბაღები საბჭოთა ხელისუფლებამ კოლექტივის საკუთრებად აქცია. 1970-იან წლებში კი, ხეხილის ბაღები გაკაფეს და ველებზე ნელ-ნელა ახალი საცხოვრებელი რაიონი - ვარკეთილი გააშენეს.

როგორ აშენდა, რა იგეგმებოდა და როგორ იცვლებოდა მესამე მასივი და ვარკეთილის 3, მეტრომშენის ქვეუბანი, ვარკეთილის მეურნეობა და დამპლოს დასახლება 40 წელი?  რა იყო ჩანაფიქრში და რა მოცემულობა შეიძინა დღეს? რა ხილული და უხილავი განსხვავებები არსებობს ჩანაფიქრსა და დღევანდელ რეალობას შორის?

რა შეიძლება შეიცვალოს იქ ხვალ? რა პროცესები განაპირობებს ცვლილებებს? ვინ არიან ცვლილებების მომტანი აქტორები? და რის შეცვლაში გვინდა მონაწილეობა? რა ინსტრუმენტებით ან მეთოდებით არის შესაძლებელი უხილავი მნიშვნელობების აღმოჩენა?

 

 

 

ინდიგო ორდღიან ვორკშოპზე მონაწილეობის მისაღებად იწვევს 18 დან - 30 წლამდე ახალგაზრდებს - ვარკეთილის ფსიქოგეოგრაფიული რუკის შესადგენად და თბილისის ამ შედარებით ახალი უბნის შესაძლო ტრანსფორმაციის წარმოსადგენად. 

ვორკშოპს წარუძღვებიან არქიტექტორები: ნატალია ნებიერიძე, ლევან კალანდარიშვილი და ჯესი ვოგლერი.

 

ვორშკოპზე შერჩევის კრიტერიუმები:

ასაკი: 18-30 წელი

საცხოვრებელი უბანი: ვარკეთილი

 

ვორკშოპი იმართება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, „ინდიგოს ისტორიები“ პროექტის ფარგლებში.

ვორკშოპის მხარდამჭერია tranzit.at ქსელის პროექტი - „ვინ არის ევროპა“.