1993 წელი

ტექსტი დაიწერა პროექტისთვის "ხშირად დასმული კითხვები: დრო" 2019

მთელი მზიური ტრუპებითაა სავსე. სადაც ეხა კორპუსები დგას.
მზიური და კუს ტბა იყო ეგეთი წიომნი ადგილები. იქ მარხავდნენ.
პირველი მე მაინც ის ბაზარი მახსოვს, ღია კინოსთან. კაი ბიჭი იყო ის, ვინც აჩეხეს. მაშინ ჯერ არ იყო იარაღის პონტი. დანებით იყვნენ. სამოცჯერ ქონდა დანა დარტყმული. ათზე მეტი ურტყამდა. იმენა სადისტურად აკუწეს.
აი, ომიდან ჩამოვიდნენ უკვე გასხმულები. გაბერილი ქონდა სასტავს, ტორმუზი აღარ იყო. ყლეზე ეკიდათ, ეგრევე, მოუტყან, შევარდა, დაბრიდა და ვსიო. მილიციაპოლიცია, პროკურატურა, ქურდები - ვინ ვინ იყო, ხუივომამუზნაეტ, ერთმანეთში გადაზელილი ყველა. განგრეულ კაიფში. იარაღით და წამლით ისეთ დუხზე მოყავდათ როჟები, იყაჩაღებდა და შევარდებოდა კი არა, მოუტყნავდა გამზდელს, ვინც დაუდგებოდა წინ.
ვაფშე მაგის მერე რო დაიწყო, ეგეთი ბეზპაშადნი ბაზრები მანამდე ნაღდად არ ყოფილა.
ქუჩებიდან ქრებოდნენ ტიპები. 
მთელ ქალაქს ჩაჯმული ქონდა. ერთხელ, მგონი პანაშვიდი იყო, თუ რაღაცის რიგი, არ მახსოვს, ხალხი ქუჩაში იდგა კაროჩე, ტიპი რო დაბრიდეს იქვე. მერე მიადგნენ და სათითაოდ დაუშვეს, უკვე დაბრედილზე. ხტუნაობდა ტრუპი ქუჩაზე. მაგას რო ნახავ, ეხა მაგათ პროწივ წახვალ? ხო ჩაყლევდები ვაფშე, შეჩემა.
კინოებიდან ქონდათ ეგენი გადმოღებული. მაგარი მოქაჩულები ყავდათ როჟები. წაიყვანდნენ საქმეზე ერთ ოც კაცს, დააყენებდნენ დასაბრედად ტიპს და ოცივეს ერთად ასროლინებდენ. მიდი და არკვიე, ვისი ტრუპი იყო. ზოგმა გარეკა მერე, ერთმა ბრატმა თავი დაიბრიდა.
არადა, არც ისე ბევრნი იყვნენ, მარა ვიდი იყო ეგეთი. ჩერეზჩურ ბევრნი ჩანდნენ. ოთხი, ან ხუთი მანქანით მოძრაობდენ. რო გადმოლაგდებოდნენ ამ რკინებით. მიდი და ეომე.
პატარა საქმეებს თითონაც ჩალიჩობდნენ, აი, დიდ საქმეებს აკეთებდნენ მენტების ხელით. ყველგან ეგენი, ყველასთან შეკრულები, ტო. დაადგა კი არა, სპეცოპერაცია ეგრევე. ბეტეერები და რამე. მთელი ოჯახი ამოხოცეს, ძმები რო მტრობდნენ ამათ. სამი ძმა და დედ-მამა დაბრიდეს ერთ დღეს. თვეების მერე უფროსი ძმა მოხსნეს სატკაზე. გამოათრიეს სახლიდან და მორჩა. არავის აღარ უნახავს მერე. ბოლოს სუ პატარა ძმაზე უთვლიდნენ ბიჭებს. ორი წელი მალავდნენ იმას. მაშინ თხუთმეტი წლის იყო.
ამ მეხუთეს, მგონი მეტრასტროიში მალავდნენ ახლობლები. იცოდნენ სტაპრაცენტი, შემოთვლებით, რო ბავშვსაც ეძებდნენ. უსატკავებდნენ და ბოლოს მიაგნეს. რა უნდოდა მაგის გაგებას. ნასედკები ყველგან იყო
ავლაბრის ხიდთან კრუტოი პავაროტი როა, იქ გადააყენეს. წინ და უკან მანქანები. ერთი ათი ტიპი მასკებში გადმოხტა. აქეთ, მანქანაში ბიჭებს თავში კონდახები გლიჯეს, ბავშვი გადმოათრიეს, ჩააგდეს იქით და დაითესნენ. ვსიო. წამების ბაზარია. ეგ ბოლო ძმა იყო. მოლ გაიზრდება, დიდია და აბაროტს აიღებსო.
რამდენი ეგეთი.
ბევრი ნიპრიჩომ ბაზარიც იყო.
საქმეზე რა დაგხვდება ხუივოზნაეტ. ცვეტში ვიცოდით, კუში იდო სახში. იმ ღამეს არავინ არ უნდა ყოფილიყო. შევედით და შემოგვეფეთა ვიღაცა. აზზე მოდი, სტვოლით ხარ, სიბნელეში ვიღაცის სახში შედიხარ და უცბად ხელი გხვდება მხარზე. ეგრევე ისვრი იასნია. 
ვაფშე ამოგდებული მაქ წლები, ძლივს ვიხსენებ რაღაცეებს. მარეკინებს ეს ღამეები. სუ პანიკით მეღვიძება.
იმენა ყველას სახე მახსოვს.
პიზდეცია, ბოლო წამს თუ შემოგხედა.

ავტორი :
  • ნინო ლომაძე