❝ჩვენ გვინდა სხვებსაც დავანახოთ, რომ ეკონომიკური განვითარება სწორედ ისტორიული შენობების რესტავრაციითა და შენარჩუნებითაა შესაძლებელი. არ შეიძლება ეკონომიკურ განვითარებას, სასტუმროების მშენებლობას ისტორიული მემკვიდრეობა შესწირო.

ეს ნამდვილად არის ისტორია იმედსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ისტორიული შენობები გვაძლევენ ისეთ ქალაქებში, როგორიც თბილისია და როგორიც მთელს ევროპაში გვხვდება.❞

წიგნის "თბილისი - ისტორიული ქალაქის შენარჩუნება" წარდგენა მწერალთა სახლში.