ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #კონკურსი

ფოტო კონკურსის „პანდემია და ქალები საქართველოში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2 ივლისს ფოტო კონკურსის „პანდემია და ქალები საქართველოში“ სამი გამარჯვებული გამოავლინეს. პირველ ადგილზე ნინო ზედგინიძე გავიდა, რომელმაც პრიზის სახით 2 000 ევრო მიიღო, მეორე ადგილი სალომე ბენიძემ დაიკავა, მესამე ადგილი კი გურანდა ბენიძეს ერგო. მათ 1500 და 1000 ევრო გადაეცათ. ფოტოკონკურსი ევროკავშირის პროექტის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" და “ინდიგოს” ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი COVID-19ის პანდემიის გამო ონლაინ გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასული ნამუშევრები ჟიურის წევრებმა ფოტოგრაფებმა - ლელი ბლაგონრავოვამ, პაბლო ვარელამ და ერიკ გერლანმა.

კონკურსში სულ 266 ნამუშევარი მონაწილეობდა. აქედან ჟიურიმ 19 ნახევარფინალისტი შეარჩია. გამარჯვებულებთან ერთად ჟურნალ ინდიგოში მათი ფოტოებიც გამოქვეყნდება.

კონკურსის მიზანი იყო გენდერული თანასწორობის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების თანადგომის გაძლიერება. 

I ადგილი

ნინო ზედგინიძე - გრძელი გზა



II ადგილი

სალომე ბენიძე - work, sleep, eat, repeat



III ადგილი
გურანდა ბენიძე