არა

  1. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები უკვე გვეხმარება მედიცინაში, ეკონომიკასა და კოსმოსის ათვისებაში. ახლო მომავალშიც დაგვეხმარება აქამდე უკურნებელი დაავადებების განკურნებასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში.

  2. რეი ქურცვეილის აზრით, ადამიანები და ტექნოლოგიები შეერწყმებიან ერთმანეთს, შედეგად კი მივიღებთ არა სულელ ადამიანს და ჭკვიან მანქანას, არამედ ადამიანებს გაძლიერებული ინტელექტით; ცივილიზაციას, რომელიც კოსმოსში გამრავლდება და უკვდავების საიდუმლოს ამოხსნის.

  3. ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა თეთრი სახლიც მომავლის ეკონომიკის დაგეგმვაში, უსაფრთხოების საკითხებში. ილონ მასკი კი მზადაა, მცირე გადახვევის შემთხვევაში, უბრალოდ, „კაბელები გამორთოს“.

  4. არასწორია, უცხო ელექტრონულ სიცოცხლეზე ცხოველური ადამიანური ინსტინქტებით ვიმსჯელოთ: არა, მას არ მოუნდება საკუთარი თავის მეფედ გამოცხადება და ჰარემების აშენება – ეს ჩვენი ადამიანური მისწრაფებებია.

  5. კი, ჩვენ ვქმნით საოცარ მოწყობილობებს, მაგრამ 100%-იან ხელოვნურ ინტელექტს ვერ შევქმნით: იმისთვის, რომ შექმნა ცნობიერება, უნდა იცოდე, რა არის ის, ჩვენ კი ამ საკითხის ამოხსნამდე დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ზოგის აზრით, ეს გზა დროსა და სივრცეში არასოდეს დასრულდება.

 

კი 

  1. ამას ხომ ჯერ კიდევ ძველბერძნულ მითებში გვიყვებოდნენ, ახლა კი ჰოლივუდი გვარწმუნებს, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც კატასტროფას გამოიწვევს.

  2. ხელოვნური ინტელექტი გაუსწრებს ადამიანის გონებას და ჩვენ მისთვის ჭიანჭველებად ვიქცევით. ყოველგვარი „ბოროტი განზრახვის“ გარეშე გაგვანადგურებს ისე, რომ ვერც კი შეგვამჩნევს.

  3. უკვე მეცნიერები და ვიზიონერებიც იუწყებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი პანდორას ყუთია, ბომბი ჩართული წამზომით. ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტის შექმნა „დემონის გამოძახებასაც“ შეადარა. დავუჯეროთ ჭკვიან ადამიანებს.

  4. ხელოვნურ ინტელექტს ზოგჯერ ადამიანურ თვისებებს მიაწერენ და ამბობენ, რომ ის შურს იძიებს ჩვენ მიერ აბუჩად აგდებულ ცხოველებსა და რობოტებზე; რომ „შვილი“ აუჯანყდება „მამას“ და ხელოვნური სიცოცხლე განდევნის ბიოლოგიურ სიცოცხლეს პლანეტიდან.

  5. შეიძლება ეს უკვე მოხდა კიდეც! და უკვე ვცხოვრობთ მატრიცისმაგვარ სამყაროში. შვედი ფილოსოფოსი ნიკ ბოსტრომი ამტკიცებს, რომ ჩვენი სამყარო სიმულირებულია და ის მომავლის კომპიუტერებში შეიქმნა.