ნიკო ნერგაძე (რადიო თავისუფლება, სპეციალურად „ინდიგოსთვის“)

კი

  • შეიძლება ბავშვს თვითშეფასება დაუვარდეს და ტრავმა მერე მთელი ცხოვრება გაჰყვეს.
  • სრულყოფილი სხეული არავისა აქვს და არ არის საჭირო მედიის შექმნილი სტერეოტიპები ბავშვს კიდევ მშობელმა გაუმყაროს.
  • არა, მართლა. ვინ დააწესა, რომ აუცილებლად გამხდარია ლამაზი?
  • სხეული პიროვნებას არ განსაზღვრავს და სხეულის ფორმებზე ხაზის გასმით ბავშვს მთელი ცხოვრება არასწორი წარმოდგენა გაჰყვება იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი და რა ‒ არა.
  • მაქედან მოდის სხვადასხვანაირი კვებითი აშლილობები, რაც ძალიან სერიოზული საქმეა. ანორექსიით და ბულიმიით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება. იტანჯება კი არა, ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი მთავრდება.

არა

  • თავშეკავებას და ზომიერებას ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიოს.
  • მართალია, სილამაზე პირობითია, მაგრამ ტყუილად არ არის, რომ მსუქანი მახინჯად ითვლება.
  • არა, მართლა. წონა და ჯანსაღი ცხოვრება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.
  • „ლამაზ სხეულში ლამაზი სული“ ჯერ არავის გაუუქმებია.
  • ჭარბი წონა და ამით გამოწვეული დაავადებები ამერიკაში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. ასე რომ, ჯობს ბავშვობაში გაიჭირვოს და ნაკლების ჭამა ისწავლოს. თვითშეფასება დაუვარდება? არა უშავს, სამაგიეროდ, მეტხანს იცოცხლებს.