ინდიგო #35 გიორგი ღვინჯილია  ვისი ვალი გვაქვს? დეპუტატი მევახშეები და ჩვენი სხვა მევალეები 

„ჩვენი ახალი სახლი ძვლებზე შენდება, ამჯერად არა გმირი წინაპრების, არამედ სუსტებისა და დაჩაგრულების ძვლებზე, მისი ცემენტი ყოველდღე ძალადობით იზილება. და მერე, კიდევ ერთ წრეზე, როგორც ცხოვრებამ გვასწავლა ყველას – დილაობით, როდესაც ამ შენობის უსაფრთხო სართულებზე გაიღვიძებ, ჩუსტებს ჩაიცვამ და ჩაიში ლიმონს ჩააწურავ, ქვევით არ ჩაიხედო, წინ იყურე, გაიღიმე ხოლმე. ჩვენი ბრალიც არაფერია და პრინციპში არც არავისი. კანონს ესენიც არ არღვევენ, ისეთ „ხოდზე“ არიან, თან აპროცენტებენ, თან დეკლარაციაში არ მალავენ, თან პარლამენტში პოლიციური გამოსახლების დაბრუნებას ითხოვენ. მთავარია, ქვევით ყურებას შეეშვი, გიჟად არ ჩაგთვალონ, ყვირილი არ აღმოგხდეს“.


ინდიგო #27 მარიამ ნატროშვილი  განთიადის მრავალი ფრაგმენტი

„ბიპოლარული სამყარო მქონდა გარშემო. თუ 1990-იანებში მამაჩემი მოსკოვში დადიოდა საქმეების გასარჩევად და უკან დაბრუნებული, მიხსნიდა, ზადნი როგორ არ უნდა მისცე, სკოლაში და ბიბლიოთეკაში ნამუშევარი დედაჩემი, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილია ამ სიგიჟეში, წიგნებს მაკითხებდა და კულტურაზე მელაპარაკებოდა. ერთხელაც, რომ ჩამოვიდა მამაჩემი, ვუთხარი, ქურდობა მინდა და მომნათლე-მეთქი. დედაჩემმა ეს რომ გაიგო, ეგრევე სილამაზის კონკურსზე გამიშვა და მოვიგე ეს კონკურსი. მაშინ გამისწორდა პირველად სცენაზე გამოსვლა. სილამაზის კონკურსი და ქურდობა ერთად არ გამოდიოდა, მაგრამ ესეც მაინტერესებდა და ისიც“.

ინდიგო #26 გიორგი კიკონიშვილი  ხმაური სისტემის წინააღმდეგ

„2006 წლიდან 2013 წლამდე ნარკოპოლიტიკაში საშინელებები ხდებოდა, მაგრამ არაფერი გახმაურდა. ეს აბსოლუტური სიჩუმე იყო და მე აღმოვჩნდი პირველი ნოტის მიმცემი, წკაპ!“ – თითით ჭიქაზე აწკარუნებს ბექა და აგრძელებს: „ჩვენი მისიაც ეს იყო, რომ პირველი ნოტის შემდეგ სხვა ტონები წამოსულიყო. დღეს ხმაური უკვე ხმაურია, იმდენი ადამიანი ჰყვება თავის ამბავს. როცა მეკითხებიან, მუსიკას როდის დაუბრუნდებიო, ვპასუხობ, რომ მუსიკიდან არც წავსულვარ, ჩვენ ამ მუსიკალურ მდგომარეობაში – ხმაურში ვართ. დღეს ხმაური ნამდვილი ხმაურია, ვისაც სტკივა, ყველა ლაპარაკობს. ახლა ერთადერთი რამ დაგვრჩა, მივხვდეთ, როგორ დავამშვიდოთ ეს ხმაური, როგორ წავიყვანოთ დასასრულისკენ“.

– და როგორ ხედავ ამ დასასრულს?

– სინამდვილეში ეს ცნობიერების ტრანსფორმაციაა და ბევრი დრო სჭირდება. პოლიტიკური ხმაური ჯერ საზოგადოებრივ ხმაურად იქცევა და ბოლოს დადგება სიმშვიდე. სხვა ხმაურებიც დაიწყება, იმავე დრამატურგიით და იქ უკვე სხვა იქნება ტონის მიმცემი. ამ ხმაურს, უკვე ვხედავ, არ ექნება „შშშ!“ – სწრაფი დასასრული, არამედ, ნელა, ძალიან ნელა ჩაქრება, შშშ შშ შ შ შ  შ  შ   შ ...“

ინდიგო #27 გიო ახვლედიანი  ის ძველი ცხენები

„არის ასეთი ძველი და დავიწყებული ტერმინი, ძველი კაცი. ძველი ბიჭი კი არა. ძველი კაცი. ეს ძველი კაცი ბევრ და სხვადასხვა რამეს მოიცავს და აუცილებლად კარგს. ეს არის სხვა წრთობა, სხვა სინდისი, სხვა ნამუსი, სხვა გამოცდილება, სხვა ქცევა, სხვა ზრდილობა, სხვა ჭკუა. არის კიდევ ერთი დავიწყებული ტერმინი, კარგი ქართველი. ამ ორ სიტყვას მაშინ მოიხმარდნენ ხოლმე, როცა ადამიანზე განსაკუთრებით გულით უნდოდათ რამის თქმა და მაინცდამაინც მის საქმიანობას კი არ გულისხმობდნენ, არამედ იმას, რასაც ის ძველი კაცი წარმოადგენდა. არის ასევე დავიწყებული ანეკდოტი, ძველად კარგი ცხენები გვყავდაო და ხოო, მარა იმ ძველ ცხენებზე ის ძველი ქართველები შესხდნენ და წავიდნენო“.

ზაზა ბურჭულაძე  მიფრინავენ წეროები 

„მე დღემდე ვერ დავშორდი ჩემს ეგოს, ვერ მოვახერხე მისგან დისტანცირება. ჩემი მიკროსამყაროდან ვერაფრით გავედი მაკროში. ამიტომაც ვერასდროს შევქმენი რამე ახალი. ობიექტურად ახალი. სინამდვილეში მე ჯერ კიდევ კარადაში ვარ შემალული და შიშისგან გული მერევა. ინფანტილიზმია ეს თუ მარადი კასტრაციის კომპლექსი, ფაქტია, რომ ვერა და ვერ მოხდა ჩემი ინიციაცია, ვერაფრით გადავედი კაცების დიდ სამყაროში. ვერაფრით დავკაცდი. ჩემი ტექსტები მხოლოდ და მხოლოდ სტრესზე რეაქციაა, ნარწყევია. ნარწყევი ტაშტში. ეს ჩაკეტილი წრეა. ჩაკეტილი კარადა. ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ტაშტი“. 

ინდიგო #27 ინტერვიუ მამასთან  ლექსო რატიანის საუბარი ზვიად რატიანთან

„ლექსო რატიანი: რა არის ბავშვობის ოცნება, რომელიც ვერ აისრულე?

ზვიად რატიანი: არაფერი მახსენდება. მგონი, არასდროს ვყოფილვარ მეოცნებე. უცნაურ რამეს გეტყვი. მეოცნებეები სინამდვილეში ყველაზე პრაგმატული ადამიანები არიან. ოცნება არის ცხოვრების დაგეგმარების ნაირსახეობა, მე ეს ნიჭი არასდროს მქონია“.

 

ინდიგო #31 არჩილ ქიქოძე  კაცობრიობა განწირულია 

მიშელ უელბეკი: კაცობრიობა განწირულია და მე ამაში დარწმუნებული ვარ. მე ვერ ვხედავ შანსს, რომ ვინმე გადარჩეს და პოსტაპოკალიფსურმა ადამიანმა იარსებოს. 

არჩილ ქიქოძე: იცით, ქართველებს სჯერათ, რომ თუ ვინმე გადარჩება, ეს ჩვენ ვიქნებით.

მიშელ უელბეკი: ვწუხვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტიბეტელებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ“.

ინდიგო #26 ანა არგანაშვილი  სამართლებრივი დავა სახელმწიფოსთან

„2015 წელს საქართველოს მთავრობამ, ამერიკის მთავრობის დახმარებით ჩატარებული პილოტური კვლევით, უკვე იცოდა, რომ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში შემთხვევითად მოხვედრილი 254 ბავშვიდან 40 პროცენტს ჰქონდა ტყვიის მომატებული და საგანგაშო შემცველობა სისხლში. თუმცა, ეს მონაცემი სახელმწიფომ არ გამოაქვეყნა, ვინაიდან, როგორც ისინი ამბობენ, მთელი მოსახლეობა არ ჰყავდათ გამოკვლეული. ამ ამბიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაშიც სახელმწიფომ არანაირი სიახლე არ დანერგა ბავშვების ტყვიით მოწამვლისგან დასაცავად და მხოლოდ 2017 წლის დეკემბერში, როდესაც ხუჭუჭა ბიჭმა სიტყვების გარეშე დაგვანახა ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინაშე არსებული უდიდესი საფრთხე, გვითხრეს: „პანიკა საჭირო არ არის“.

ინდიგო #29 შოთა პაპავა  თავისუფლების წინააღმდეგ

„სისტემა გაიძულებს, რომ კოკაინზე ანთებულივით, იბრძოლო ოპიუმისებური უფლებებისთვის და მერე, როდესაც გაიმარჯვებ და მოიპოვებ იმას, რაც გინდოდა, დაეგდო დაქანცული და შეირგო „გამარჯვება“ ვითომ კმაყოფილებით აღსავსემ. არადა, სწორედ ამ დროს ხარ ყველაზე დამარცხებული. რა მოხდა სინამდვილეში? იბრძოლე, შეასკდი, დაიქანცე, მაგრამ „გაიმარჯვე“ და ახლა, როგორც გინდოდა, ეწევი, ტყნაურობ, ცეკვავ, ჭამ, აკუებ... შენი სხეული ხომ შენია! მაგრამ თქვი, შეიცვალა რამე?“

ინდიგო #30 ვახუშტი მენაბდე, ზაალ ანდრონიკაშვილი  ახალი ბასიანი კულტურული ცვლილებებისთვის

ზაალ ანდრონიკაშვილი: დღეს საქართველოში მიმდინარეობს კულტურული ბრძოლა. შეიძლება ამას კულტურული რევოლუცია დავარქვათ. თბილისში ჩნდება რაღაც სიახლე, რაღაც კულტურა, რომელიც მიუღებელია კონსერვატიულად განწყობილი უმრავლესობისთვის.

მათ არასდროს ჰქონიათ აგრესია ძველი ყაიდის, ბირჟაზე მდგომი ნარკოტიკის მომხმარებლის მიმართ, მათ აქვთ პროტესტი ჭრელად ჩაცმული ადამიანის მიმართ, როგორც სრულიად ახალი, მათთვის მიუღებელი კულტურის მიმართ. ეს კულტურა ნელ-ნელა ჩნდება და მის ერთ-ერთ ცენტრად, შეიძლება ითქვას, საქართველო აქცია კლუბურმა ცხოვრებამ. ამიტომ მგონია, რომ ეს არის კულტურული რევოლუციის სიმპტომი“.