12.04.1961 – პირველი ადამიანი კოსმოსში
იური გაგარინი – ორბიტალური ფრენა დედამიწის გარშემო, ხანგრძლივობით 108 წთ.
(„ვოსტოკ"; სსრკ)

 

16.06.1963 – პირველი ქალი კოსმონავტი
ვალენტინა ტერეშკოვა („ვოსტოკ-6"; სსრკ)
3 დღე-ღამე კოსმოსში, 48 წრე დედამიწის გარშემო.

 

31.07.1964 – მთვარის პირველი ფოტო ახლო მანძილიდან
გზავნილი უპილოტო აპარატიდან „რეინჯერ-7" (აშშ), დილის 9:09 საათზე,
მთვარესთან შეჯახებამდე 17 წთ-ით ადრე.


18.03.1965  პირველი გასვლა ღია კოსმოსში
ალექსეი ლეონოვი (კოსმოსური თანამგზავრი „ვოსხოდ-2"; სსრკ)
ხანგრძლივობა  12 წუთი და 9 წამი.

 

16.07.1969  პირველი დაჯდომა მთვარეზე „აპოლო-11"(აშშ)
ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი, ედვინ ოლდრინი ერთხელ  2 საათით და 31 წუთით გავიდნენ მთვარის ზედაპირზე. პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე ფეხი დადგა იყო ნილს არმსტრონგი.

 

06/29.06.1971  პირველი ორბიტალური სადგური  „სალუტ-1" (სსრკ)
გეორგი დობროვოლსკი, ვლადისლავ ვოლკოვი და ვიქტორ პაცაევი
ეკიპაჟმა იმუშავა 23 დღე. დაიღუპა დაშვებისას, კაბინის ჰერმეტულობის დარღვევის გამო.

 

26.07-07.08.1971  „აპოლო-15" (აშშ)
ეკიპაჟის წევრები  დევიდ სკოტი, ალფრედ უორდენი, ჯეიმს ირვინი, მთვარის ზედაპირის შესწავლისას პირველად იყენებენ ოთხბორბლიან, ორადგილიან, ელექტრომობილს. მაქსიმალური დაშორება მთვარის მოდულიდან  5 კმ. გავლილი მანძილი  27.8 კმ.

 

05.09.1977  უპილოტო კოსმოსური ხომალდი „ვოიაჟერ 1"  სტარტი
საწყისი მისია  მზის სისტემის პერიფერიული პლანეტების შესწავლა.
2012 წლიდან ის ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტია, რომელიც მზის სისტემას გასცდა.


24.04.1990  ხომალდმა „დისქავერიმ" კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლი დედამიწის გარშემო ორბიტაზე გაუშვა. ფაქტობრივად ესაა ავტომატური ობსერვატორია. კოსმოსში ატმოსფეროს არარსებობის გამო დედამიწაზე განლაგებულ ანალოგიურ ტელეკოპებთან შედარებით ის 7-10 ჯერ უკეთეს გამოსახულებას იძლევა. ჰაბლიდან ყოველთვიურად გამოგზავნილი ინფორმაციის მოცულობა 50 გიგაბაიტია.

06.02.2018  Falcon Heavy-ს კოსმოსში გაშვებით ილონ მასკმა რაკეტების გაშვების ფასი რამდენიმე ასეული მილიონით გააიაფა  რაკეტის საფეხურების დედამიწაზე დაბრუნება შეძლო და მათი გამოყენება მრავალჯერადი გახადა. Falcon Heavy ყველზე დიდი რაკეტაა, რომელსაც ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია.