01. მარტოობის ასი წელიწადი / გაბრიელ გარსია მარკესი იმიტომ, რომ გადავამოწმოთ, როგორი მახსოვრობა გვაქვს. თან, ბავშვობიდან, როგორც კი წიგნს ახსენებენ, პირველი სწორედ „მარტოობის ასი წელიწადი“ მაგონდება და ის კაიფი, რომელიც ამ წიგნის კითხვისას მოდის.

02. წამლების ანოტაციები იმიტომ, რომ ვიცოდეთ: არ არსებობს საშველი გვერდითი მოვლენების გარეშე.

03. ჯადოსნური მთა / თომას მანი იმიტომ, რომ თუ რომანის დაწერა მოგვინდება, ვიცოდეთ, როგორი უნდა იყოს კარგი რომანი.

04. დავით კლდიაშვილი იმიტომ, რომ უკეთესზე ვერც ვერაფერზე იცინებთ და ვერც ვერაფერზე იტირებთ.

05. კონტრაქტები რომელსაც ხელს ვაწერთ. აუცილებლად დაწვრილებით. იმიტომ, რომ ვიცოდეთ, რა ღირს ჩვენი თავისუფლება.

ავტორი :
  • ქეთი დევდარიანი