ეს მოთხრობა ახალგაზრდა სლავა მოგუტინმა რუსეთიდან გაქცევის მერე დაწერა. პოსტსაბჭოთა რუსეთიდან გაქცევა კი მას იმიტომ მოუხდა, რომ 1994 წელს დაწყებულ ჩეჩნეთის პირველ ომზე უკიდურესად რადიკალური – თითქმის ფაშისტოიდურ-ნაციონალისტური პოზიცია დაიკავა, ფაქტობრივად, ჩეჩენთა გენოციდს ითხოვდა. ეს კი თვით რუსეთის მთავრობისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა.

მოგუტინს თეატრალური ლტოლვა ახასიათებს ფაშიზმისადმი. მკაფიოდ ჩანს მისი რადიკალური ქვიარობაც (რაც ამ მოთხრობაში პირდაპირი მნიშვნელობით ვლინდება). ამ ფონზე კი გასაგები ხდება მისი მსგავსება ედუარდ ლიმონოვთან – მოგუტინზე უფროს და მასზე უფრო გავლენიან რუს რადიკალ მწერალთან, რომლის ნაწერებშიც პირველად ვაწყდებით „პახაბშჩინის“, ქვიარობის და ულტრანაციონალიზმის მიზანმიმართულ გადაკვეთას.

და მაინც, როგორ შეიძლება ფაშიზმის და ქვიარობის გადაკვეთა? იქნებ ამ შეკითხვაზე პასუხი ნაწილობრივ მაინც გასცეს „ჩემმა პირველმა მუშტმა“.

 

მერე იყო ის ტიპი მუშტით

მაგის სახელი არ მახსოვს ისეთ კაიფში ვიყავი დეზმონდთან გატარებული უძილო ღამის მერე ექსტაზი და კოკაინი თვალწინ ყველაფერი ტრიალებდა, შიგნითაც გრძნობათა დიდი აღრევა იყო, რო იმ ტიპმა დარეკა სადღაც ნიუ-ჯერსიდან და ეფოინთმენთი დამინიშნა.

ისეთი გასული ვიყავი დამავიწყდა ბრიუსის გაფრთხილება ეგ ტიპი რო მოვიდოდა და დავეგდე დასაძინებლად კარზე რო დარეკა, გიჟივით წამოვხტი და ზედ ამ ტიპის ცხვირწინ ლამის წიხლისკვრით გავტენე ბრიუსი გარეთ გარეთ. გასაშტერებელი იყო ეგრევე მივხვდი, რომ ფაშისტიც ჩუმად გაიხადა ვიდზე იყო სუფთა პიზდეცი TOTALLY MY TYPE ამის დედა მოვტყან და ვინ ვის უხდის აქ კანი ტრაკი ყლე ბავშვივით დაბერილი ტუჩები მკაცრი ძლიერი სახე თმა მოკლეზე ყველაფერი ჩემს გემოზე კაცის სუნი: ოფლის თამბაქოს და სექსის მძაფრი არომატი მაგის კოსტიუმით და პორტფელით მიხვდებოდი რო ან კლერკი იყო ან ბიზნესმენი. არადა, მაგის გარეგნობის პატრონს იოლად შეეძლო მოდელი ყოფილიყო. მაგრამ მაშინ კაცი აღარ იქნებოდა რადგან მოდელები კაცები არ არიან რაღაცნაირი დედამოტყნული მესამე სქესია რა მოგწონს? – ყველაფერი. ყლე მოვუწუწნე მერე იმან მომიწუწნა მერე მომტყნა ჯერ უკნიდან უხეშად ძაღლივით გადაკუზული მერე ძლიერი მოძრაობით გადმომაბრუნა ყველაფერი ჩუმად საქმიანად ყველანაირი ხვნეშის და კვნესის გარეშე.

პირში ჩამაფურთხე! – ხრიწინით ვთხოვე პირი გავუღე თვალი თვალში გავუყარე მოწყალებასავით დამიკმაყოფილა თხოვნა და ამით არადამიანური წყურვილი მომიკლა. მადლიერად ვყლაპავდი მის მსუყე ფურთხს არ მყოფნიდა მინდოდა კიდე და კიდე მინდოდა მისი მოტყვნა მაგრამ არ მიდგებოდა ყოველთვის არ მიდგება ხოლმე კოკაინზე ამიტომ საბოლოოდ მოვეშვი აბსოლუტურ გამოყლეებამდე და მონურ მორჩილებამდე მისული იმან კიდე თანდათან დაიწყო ჩემში თითების ფათური. ნელ-ნელა ჩამტენა ნავივით მოკეცილი ხუთივე პატარა თითი უკვე მეჩვენებოდა რო ეს ზღვარია მაგრამ იმან იცოდა რას აკეთებდა და სულ ცოტა ძალისხმევის მერე ჩემში უკვე შემოსული იყო მთლიანი მუშტი. ჩემს ცხოვრებაში პირველი მუშტი ისიც კი მომეჩვენა რო ამის აღსანიშნავად გაისმა რაღაცნაირი კბილების ამკრაჭუნებელი უნივერსალური აკორდი თვალებში დამიბნელდა თითქოს მთელი სხეულით ვიკლაკნებოდი როგორც უკანასკნელი ბოზი თუმცა ნამდვილად არ ვარ უკანასკნელი ვხედავდი ვგრძნობდი როგორ მოსწონდა იქ შიგნით მუშტი კიდე გაამოძრავა ფრთხილად აქეთ-იქით დაატრიალა და ჩემს მუცელზე გაათავა და როგორც სხვებთანაც ხდება ხოლმე ჩემს ტატუს დაუმიზნა ჭიპის გარშემო რო მაქვს კაიფისგან განგრეული მხოლოდ ველოდებოდი ჩემს ჯერს და მერე ეგრევე გავათავე ჩემი თესლი შეერია იმისას ამ ძველეგვიპტური ცხოვრების სიმბოლოს შიგნით

რო გამოიღო მარტო მაშინ მეტკინა მაგრამ მშობიარობამ წარმატებულად ჩაიარა იდაყვებზე წამოვიწიე კარგად რო დავკვირვებოდი ახალშობილ მუშტს მას ჰქონდა განიერი ძლიერი ხელისგული გრძელი ლამაზი თითებით რელიეფური ძვლებით რომლებიც მის მეომრობაზე მეტყველებდნენ (უხილავი ფრონტის მეომრობაზე) ალბათ საამაყო მაინც მქონდა ეს იყო ნამდვილი კაცის ხელი ისეთი კი არა მე რო მაქვს მევიოლინის ხელები.  

სანამ შხაპს იღებდა ვიწექი დაქანცული და ოფლიანი მდაბიო სექსის სუნს ვავრცელებდი სპერმა რომელიც ნელ-ნელა მახმებოდა მუცელზე მკერდზე და ნეკნებზე ჩემს კანს რაინდის აბჯარივით ექაჩებოდა და გაურკვეველ დელირიუმში ვოცნებობდი იმაზე როგორ დამეტოვებინა ჩემთვის ეს ფაშისტი კლერკი რო მხოლოდ ჩემი მოხმარებისთვის მიმეჯაჭვა სადმე სარდაფში ან სხვენში მიმეტანა მისთვის საჭმელი როგორც ძაღლისთვის დამეგდო მისთვის ხელოვნური ძვლები ზოომაღაზიიდან და პერიოდულად მეხმარა როგორც აი ახლა ან უფრო მაგრადაც ან მომეჭრა საერთოდ ხელები რო ამ ფაშისტურ მუშტებს ორგაზმამდე მეტი არავინ მიეყვანათ მხოლოდ მე მე მარტო.

შხაპიდან სწრაფად გამოვიდა ჩუმად ჩაიცვა ზედაც არ შემომხედა გადათვალა 200 დოლარი ტკიცინა ოციანებით როდის დაბეჭდა? გუშინ ღამე? ვცდილობდი გამეხუმრა არ უპასუხია ზიზღით დააგდო ფული გაჩანაგებულ საწოლზე შემდეგზე ფულს არ გამოგართმევ წავიკვნესე კარებთან რო მივაცილე თავმომწონედ გაიღიმა და უსიტყვოდ გაიჯახუნა კარები გააჯვა თავისთან ნიუ-ჯერსიში ჩემი გამტანჯავი პირველი მუშტით თავისი დებილური ვირთხისფერი შარვლის ჯიბეში ისე ვითომც არაფერიო მე კიდე დამტოვა საზიზღარი სიცარიელისა და დაცემის დამთრგუნველი გრძნობით ნაუცბათევი შხაპის პირისპირ მორიგი ჩხუბის წინ დეპრესიულ და ეჭვიან ბრიუსთან რომელიც ისეთი პრეტენზიული იყო როგორც ნებისმიერი სელებრითი

მინდოდა დავწეოდი გამეჩერებინა დამებრუნებინა ისე რო სიჩქარეში წავქცეულიყავი დამემტვრია კოჭები დამელეწა მუხლები და დამეგლიჯა უკვე არაფრისმომტანი მყესები შიშველს ჩამერბინა კიბეებზე უკვე უშავესი ინსტინქტებით შეპყრობილს ჩავბღაუჭებოდი მხრებში ჩამეხედა თვალებში და ჩავვარდნილიყავი ისტერიკაში სიფათში მომედო ბრაზისგან და უიმედობისგან თავდაკარგულს უმწეო ზიზღით მეყვირა ეს რა ქენი მომეცი გესმის მომეცი ეს ჩემია ნაძირალა პირუტყვო ბოზო ნაბიჭვარო ფაშისტო. მერე შევეგებებოდი ხმაურზე მოვარდნილ მეზობლებს და მოვითხოვდი პოლიცია გამოეძახათ დავარწმუნებდი რო ეს ჩათლახი პერვერტი შემომივარდა ჩემს ბინაში 5F მეხუთე სართულზე გამავსო ნარკოტიკებით, გამქურდა და გამაუპატიურა მაიძულა ბინძური ცხოველური სექსი და კინაღამ პროჭი გამიხია ცოტაც კიდე და გამიხევდა ცოტაც და.

მეტი აღარასდროს მინახავს

მაგრამ დიდი არაფერი დანაკლისია – ვუმტკიცებ ჩემს თავს და ტირილით ვანძრევ.  

 

მთავარი ფოტო © Bruce LaBruce