რა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და დღეს თბი­ლის­ში. წყლით დამ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი არ­წი­ვი და ხე­ზე გა­სუ­ლი ზღვის ლო­მი!
ამის გა­მო­გო­ნე­ბა ზღაპ­რებ­შიც ძნე­ლი­ა.

დი­ლის 9 სა­ათ­ზე, რო­დე­საც მე მე­ძი­ნა, მო­სუ­ლა დი­დი წვი­მა. ადი­დე­ბუ­ლა მდი­ნა­რე ვე­რე და მოგ­ლე­ჯი­ლი ხე­ე­ბი­თა და ლო­დე­ბით ამო­უვ­სია ვა­რა­ზის­ხე­ვის ქუ­ჩის ქვეშ გაყ­ვა­ნი­ლი გვი­რა­ბი, შე­გუ­ბე­ბუ­ლა წყა­ლი და ამო­უხ­რ­ჩ­ვია ზო­ო­პარ­კი!

წყლით დამ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი არ­წი­ვი?! თან მე­ცი­ნე­ბა, თან მე­ტი­რე­ბა ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე. რო­ცა გა­ლი­ა­ში მი­წით და­სი­ლუ­ლი და
უძ­რა­ვად მწო­ლი­ა­რე ვეფხ­ვი და­ვი­ნა­ხე, მარ­თ­ლაც კი­ნა­ღამ ავ­ტირ­დი. ყვე­ლა ლო­მი, ყვე­ლა ავა­ზა და ყვე­ლა ვეფხ­ვი და­იხ­რ­ჩო.
წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ ებ­რ­ძოდ­ნენ წყალს, რო­გორ გაჰ­ყ­ვეს ნეს­ტო­ე­ბი გა­ლი­ის ჭერ­ში, რკი­ნებს შო­რის, ეს იყო მა­თი უკა­ნას­კ­ნე­ლი
გაბ­რ­ძო­ლე­ბა, მე­რე წყალ­მა გა­ლი­ის ჭე­რიც და­ფა­რა. ლო­მი, ლო­მი წყლით დამ­ხ­რ­ჩ­ვა­ლა იმი­ტომ, რომ დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი იყო, და
არ­წი­ვიც იმი­ტომ, რომ დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი იყო.

თეთ­რი დათ­ვე­ბი მუ­ცელ­და­ბე­რი­ლე­ბი ეყარ­ნენ ცე­მენ­ტის ცივ იატაკ­ზე. ალ­ბათ, რო­გორ ესი­ა­მოვ­ნათ პირ­ვე­ლად, რო­ცა ზაფხუ­ლის ამ თბილ დი­ლას წყა­ლი შე­უდ­გათ მუხ­ლამ­დე, მაგ­რამ მე­რე? ალ­ბათ, ვცდე­ბი, ასე არ მოტყუვ­დე­ბოდ­ნენ, ალ­ბათ, ყო­ველ­მა მხეც­მა
ინ­ს­ტინ­ქ­ტით იგ­რ­ძ­ნო სა­შიშ­რო­ე­ბა და და­იწყო ბრძო­ლა გა­ლი­ებ­ში, ისე თვალ­ნათ­ლივ ვიგ­რ­ძე­ნი ეს სუ­რა­თი, რომ მაჟ­რ­ჟო­ლებს ხოლ­მე, რო­გორ მე­ნა­ნე­ბა, რო­გორ მე­ცო­დე­ბა მხე­ცე­ბი, იმი­ტომ რომ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში და­ი­ღუპ­ნენ. რა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ალ­ბათ, ეს წყლის შე­მო­ტე­ვა მათ­თ­ვის, უფ­რო მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნის­თ­ვის იქ­ნე­ბო­და. მხო­ლოდ ბე­გე­მოტ­მა შეს­ძ­ლო რკი­ნის ფარ­დის გა­მომ­ტ­ვ­რე­ვა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. იმ სა­ღა­მოს იგი უძ­რა­ვად იწ­ვა სა­ზაფხუ­ლო ვო­ლი­ერ­ში და მძი­მედ ქში­ნავ­და ბრძო­ლა­გა­დახ­დი­ლი. რო­გორ მე­ცო­დე­ბი­ან ლო­მე­ბი, ვეფხ­ვე­ბი და არ­წი­ვე­ბი. ის ღრუბ­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ აფ­რი­კი­დან.

1960 წ. 4 ივ­ლი­სი