რო­ცა ჩა­მა­ვა­ლი მზე ალ­მა­ცე­რად ანა­თებს და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის მე­მო­რი­ალს, ტრან­ს­პორ­ტის წყვე­ტი­ლი ჯაჭ­ვი სიბ­ნე­ლე­ში მა­ნა­თო­ბელ ქვე­წარ­მავ­ლად ერ­თი­ან­დე­ბა. ის ძვრე­ბა კომ­ფორ­ტულ და ცივ ბი­ნე­ბად და­ნა­წევ­რე­ბულ ღა­მე­ში. რო­ცა გა­ჭე­დილ ავ­ტო­ბუ­სებ­ში წვი­მე­ბი ეხ­ლე­ბი­ან ოფ­ლი­ან, მტვრი­ან სა­ხე­ებს, ალ­ბათ ვი­ღაც სა­ცობ­ში გა­ჭე­დი­ლი ფიქ­რობს: თით­ქოს გმირ­თა მო­ე­დან­ზე ყვე­ლა­ფე­რია სი­ცოცხ­ლის­თ­ვის – მდი­ნა­რე და სა­ნა­პი­რო ზო­ლი, ზო­ო­პარ­კი და ცირ­კი, მო­ე­და­ნი და მე­მო­რი­ა­ლი ამ მო­ე­დან­ზე, აბ­რე­შუ­მის ქარ­ხა­ნა და თე­ატ­რი ამ ქარ­ხა­ნა­ში, აუზი და რეს­ტორ­ნე­ბი, ფრან­გუ­ლი გა­სა­ჭი­მი ჭე­რი და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი­ა­ნი ცის კომ­პო­ზი­ცი­ა, და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტ­რე­ბი და ტე­ლე­ვი­ზი­ა, მო­ხა­ტუ­ლი გვი­რა­ბე­ბი და ხი­დე­ბი, მაგ­რამ ადა­მი­ანს ფე­ხით ვერ გა­უვ­ლი­ა.

იქ, სა­დაც სადღე­სას­წა­უ­ლო დე­კო­რა­ცი­ე­ბის მიღ­მა ყო­ველ­თ­ვის ქვი­შით სავ­სე ტომ­რე­ბი­ა, იქ, სა­დაც მო­ე­დან­ზე მდგა­რი ნაძ­ვის ხის პა­რო­დი­ის შიგ­ნი­თაც ტომ­რე­ბი­ა, ბინ­ძუ­რი, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი მი­წით სავ­სე, სან­ტას ხე­ლოვ­ნუ­რი წვე­რი კი ყო­ველ­თ­ვის თამ­ბა­ქოს სუ­ნად ყარს, რად­გან ის გი­ჟი­ვით ეწე­ვა შეს­ვე­ნე­ბა­ზე ანო­რექ­სიკ ირ­მებ­თან ერ­თად და დი­ლით ისე­თი ლა­მა­ზი ამ­ბე­ბი ხდე­ბა ქა­ლაქ­ში: ქურ­თი მე­ე­ზო­ვე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტუ­ა­ლე­ტებ­ში ცეკ­ვა­ვენ, ბე­ღუ­რე­ბი ნარ­წყე­ვის ტბას­თან და­ძა­ბუ­ლად ხტუ­ნა­ვენ, მეგ­რე­ლი მიმ­ტა­ნი გო­გო­ე­ბი ასო­ბით შან­დალს თეთრ სან­თ­ლებს ამაგ­რე­ბენ, რომ­ლე­ბიც ახა­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბით სავ­სე დარ­ბაზ­ში უნ­და აან­თონ და გაჭ­ვარ­ტ­ლუ­ლი თბი­ლი­სი­დან კი და­თოვ­ლი­ლი მთე­ბი მო­ჩანს, შორს, რა­ღაც­ნა­ირ იმე­დად თუ პი­რი­ქით ნიშ­ნის­მო­გე­ბად, სიმ­შ­ვი­დედ, თუ მი­ნიშ­ნე­ბად სიმ­შ­ვი­დე­ზე.

* * *

მე რომ ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვი­ყო, პირ­ველ გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შ­ვებს გმირ­თა მო­ე­დან­ზე წა­ვიყ­ვან­დი. ცო­ტა სა­ში­ში ექ­ს­კურ­სია კი გა­მოგ­ვი­ვი­დო­და, რად­გან აქ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი დი­დი რის­კის ქვეშ არი­ან, მაგ­რამ ვინ თქვა, რომ ცოდ­ნის მი­ღე­ბა უსაფ­რ­თხო პრო­ცე­სი­ა. და­ვა­ყე­ნებ­დი ბავ­შ­ვებს მან­ქა­ნე­ბის შავ კვამ­ლ­ში, ღმუ­ილ­ში და ვეტყო­დი: აი, ბავ­შ­ვე­ბო, ეს არის სა­ქარ­თ­ვე­ლო. ხე­დავთ იმ სვეტს? – ეს და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის მე­მო­რი­ა­ლი­ა, გე­გო­ნე­ბა, და­ღუ­პუ­ლის გარ­და სხვა­ნა­ი­რი გმი­რე­ბიც არ­სე­ბოდ­ნენ. აი, ამ გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი, ისე­ვე, რო­გორც ჩვენ, ცოცხ­ლე­ბი, ცირ­კ­სა და ზო­ო­პარკს, გა­პარ­ტა­ხე­ბულ ქარ­ხა­ნა­სა და საბ­ჭო­თა ტრა­დი­ცი­ე­ბის ერ­თ­გულ ტე­ლე­ვი­ზი­ას შო­რის ვართ მოქ­ცე­უ­ლე­ბი – მე­ტიც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთე­ლი უახ­ლე­სი ის­ტო­რია ცირ­კია და მე­ტის ცოდ­ნა არც გჭირ­დე­ბათ.

* * *

ქო­რე­ოგ­რა­ფი რომ ვი­ყო, დავ­დ­გამ­დი ბა­ლეტს თბი­ლი­სის 2015 წლის წყალ­დი­დო­ბა­ზე, თავ­ს­ხ­მა წვი­მა, ჭე­ქა-­ქუ­ხი­ლი, მკვდრე­თით და­მარ­ხუ­ლი მდი­ნა­რე ან­გ­რევს ჯე­ბი­რებს და გა­მორ­ბი­ან ცხო­ვე­ლე­ბი ზო­ო­პარ­კი­დან: ლო­მე­ბი ზებ­რა­ზე გა­წო­ლი­ლან, ზებ­რე­ბი გე­პე­ის წინ, ლო­მე­ბი მე­რი­ის წინ მა­დი­საღ­მ­ძ­ვ­რელ ჩი­ნოვ­ნი­კებს აკ­ვირ­დე­ბი­ან, სუ­პერ­მარ­კეტ­ში დათ­ვე­ბი და­სე­ირ­ნო­ბენ, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ტა­ხე­ბი, ავა­ზე­ბი ბარ­ნოვ­ზე და გამ­თე­ნი­ი­სას ჩნდე­ბა „სპეცნაზი“.

* * *

გმირ­თა მო­ნუ­მენ­ტის გარ­შე­მო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეს­ტა­კა­დის მო­ა­ჯირ­ზე ყვა­ვი­ლე­ბით და ქარ­თუ­ლი მი­წით სავ­სე მწვა­ნე ქოთ­ნე­ბია მი­მაგ­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც დრო­დად­რო რწყა­ვენ და ეს­ტა­კა­დის ქვეშ ას­ფალ­ტი ბინ­ძუ­რი წყლით იწინ­წ­კ­ლე­ბა, რო­გორც და­მარ­ხუ­ლი მდი­ნა­რის შე­სან­დო­ბა­რი, დი­დი წყლის ნეს­ტი­ან სა­საფ­ლა­ო­ზე.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა, „აქ არის 4000 გმი­რის სა­ხე­ლი. აქ არის ბევ­რი ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი და ვი­სურ­ვებ­დი, რომ აქ გვა­რე­ბი არ და­ე­მა­ტოს, მაგ­რამ თუ გვინ­და, რომ არ­სე­ბობ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო, ყვე­ლა­ნი უნ­და ვი­ყოთ მზად, ჩა­ვიც­ვათ ფორ­მა; უნ­და ვი­ყოთ მზად, გა­დამ­წყ­ვეტ მო­მენ­ტ­ში ავი­ღოთ ხელ­ში იარა­ღი და ყვე­ლა­ნი უნ­და ვი­ყოთ მზად, და­ვე­ცეთ ჩვენს მი­წა­ზე და ჩვე­ნი სა­ხე­ლე­ბი და­ე­წე­როს მო­ნუ­მენ­ტის ცა­რი­ელ ად­გი­ლებ­ზე – „მე სხვა­ნა­ი­რი დე­და ვარ, სიკ­ვ­დი­ლო, შვი­ლი გა­გი­ზარ­დე“.

 * * *

გმი­რე­ბის მო­ნუ­მენ­ტის გარ­შე­მო მან­ქა­ნე­ბი დღი­სით მხო­ლოდ სა­ცობ­ში და ღა­მით სექ­ს­მუ­შა­კებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის­თ­ვის ჩერ­დე­ბი­ან. სხვა მხრივ აქ სულ მოძ­რა­ო­ბა­ა. სატ­რან­ს­პორ­ტო კვან­ძი – მსხვი­ლი და მყრა­ლი. ადა­მი­ა­ნებს აქ თით­ქ­მის ვერ ნა­ხავ, მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლე­ლე­ბიც ცა­რი­ე­ლი­ა, რო­მელ­თა კედ­ლე­ბიც მერ­მა სულ რჩე­ულ სტრი­ტარ­ტის­ტებს მო­ა­ხატ­ვი­ნა. მა­თით მხო­ლოდ ისი­ნი სარ­გებ­ლო­ბენ, ვი­საც სხვა გზა არ აქვს, ვი­საც გზა­ზე სიკ­ვ­დი­ლი არ უნ­და.

* * *

ახა­ლი გზით წა­ვი­დეთ? – კითხუ­ლო­ბენ ტაქ­სის­ტე­ბი.