ზაზა ბურჭულაძე აკა მორჩილაძის რომანზე „კუპიდონი კრემლის კედელთან“

აკაკიებმა დაწერენ წიგნი. კაი წიგნი. ძან კაი. საანდერძო.

ამ აკაკიებთან ერთათ კოფე ვჟურეთ ამწინებზე “აინშტაინში”, პოცდამერზეთ. თითქმის სუხუმსკი, პესკების. ეინშტეინშიო, მისი წიგნის დაკლადჩიკი იტყოდა, წერეთელ-ქიქავას კვალობაზეთ. ჰოდა, ვზით ასე მოჩრდილულში კოხტათ, მასტერ და მარგალიტასავით, ვჟურამთ კოფეს, ვაფუილებთ პაპიროსებს, ამბავი. სიტყვამ მეიტანა და ჩვენ ვორში რომელია ვოსტატი და რომელია მარგალიტა, იოლი გამოსაცნობია, მგონია. ამაშია საქმე. გულის პაპა და ფურთის ქალი.

მაშვინ უთხარი, შენა შეხვედრების, რაცხანაირი გაგებების ვოსტატი ხარ-თქვა. უამვსტრეჩეფოთ და უამგაგებეფოთ რაფელ იქნებოდენ შენი გმირები-თქვა. ასეა ეს. რამკიანია ვინცხა, მეკურტუმე, აფიცერი, ხატვარი თუ კამსამოლა, აკაკიები ამნაირეფს - გაგებების, პანიაწიების, ასობი პაკროვების და ვზგლიადების ხალხს უწრიალებენ. უწრიალებენ და ახვედრებენ აქით, იქით. კარაბახში, თფილისში, მოსკოვში... ვერგაგებეფსაც და ვერშეხვედრეფსაც თავისი ფეთქვა აქვთ მისას, რეზონანს. იამა, არ იამა, რას გოუგეფ, ეს აკაკიები დათვივით ჩანან, მარა თვალები აქვენ სუმთლად ბოჩოლასი, დიდი და იმნაირი სევდიანი, ვოქროს თევზი დეისახლებდა.

დიდ შეხვედრაზეა “კუპიდონ”. ძან დიდზე. უდიდესზე. იმის იქეთ რო აღარაფელია. მარტო სიცარიელე და მარადიული სიცივე. ვეჩნი. დაუსრულებელი უსიზმრო ძილი. თელი წიგნი ამ შეხვედრის შესავალია, ვსტუპლენიე, უვერტიურა. ატჩაიანი ქალი მიდის მოსკოვს სოსოსთან. მუსჲა ერისთავი და იოსიფ სტალინი. სტალინ! სუფრაჟისტკა და ბელადი. სხვანაირათ - ჟიზნ ი სმერწ. რავალია, მარა მიიწევს რაცხა მწერი ცეცხლისკენ და ჰა. ვითომ ქმარი უნდა დეიხსნას, ლატიში ლოთი რეტინგერ, ვინაც საერთოთ გააბალშევიკა თითონ, მარა თავის დახსნა უმფრო იგულისხმება იქანავე. ვორი სიტყვით ვინ არი ეს მუსჲა. მაგი არი აისიდორა დუნკან, მარია კიური და ცარიცა სავსკაია ვ ადნომ ლიცე. ორმოზდაშვიდი, ორმოზდარვა წლის ქალი და სრულიათ გოგოთ მოძრავი, სხარტი, სხმარტალა.

დასცემს პაროლებიან ტელეგრამას მუსჲა, სოსოს ატყობინეფს, მოვდივარო და დამიხვდიო, ამერიკული ჟურნალები მომაქვს შენთვისო. ჭკუიერი ქალია და ასე მიმართავს, სოსოვო. ქარაფშუტულათ ჩანს, მარა ჰე, გათვლა აქვს ასობი, თავისებური. იმათ დასაბნევათ წერს იმნაირათ, ვინც წეიკითხავს უპირველესათ ამ ტელეგრამას. მერე უნდა აცნობონ ბელადს ამბავი, უნდა არ აცნობონ. თან ახსენეფს რაცხა შორეულს, მეხსიერების თლათ კიდეზე შემონახულს, მარტო ამ ვორმა რო იციან. გონია, იმას ძველ სიმებს შეურხევს. გონია, კიდო შემორჩა იმას რამე შესარხევი, რაფერც შემწვარი წაბლის ნაჩურჩალი შეინახავს სურნელს. შეარხევინებენ კი, გადაყობიან ზედ. ვოცდაცხრამეტი წელია და იმას ქარიც ვეღარ ურხევს ულვაშის ღერსაც კი.

მიდის მუსჲა მიჟდუგაროდნით. მაგ როგორაა იცით? რკინის გზით მიდის რკინის კაცთან. ასეა ეს. მიდის წითელი საპოშკებით, რიდიკულით, სხვისი პაშპორტით. მიდის თავზე ხელაღებით. ავანტიურა, ამბავი, აპლომბ. ტყვილათ ეცვა თუთხმეტი წლისას ბრიჩის შარვალი? მიდის, მარა მისი ბაქიბუქობა და კუდაბზიკობა ნიავდება გზადაგზა. რაც უმფრო უახლოვდება ცენტრს, მით უმფრო იღუნება, იღლება და იფუშება მუსჲა. წვივები უსივდება, ფეხები უკან რჩება, წითელი საპოშკები ეფლაშება - სხვანაირათ, რკინის ქალამნებათ ექცევა. ჰოდა, რო ჩაახწევს რაცხანაირად მოსკოვს, მთელი მისი ქალაბიჭური რიხი გაქვითულია, გაცრეცილია. ჰოდა, ზის მერხზე კურსკი ვაგზალზე ასე, ნახევრათმკვტარი, წაგებული და წახდენილი და ითვლის პერონზე დაყრილი მზესუმზირის ნაჩურჩალს სათითაოთ. სხვა აღარაფელზე შერჩენია ოვსილა და უნარი. ჯერ არ მისულა სოსოსთან, იგივე კობასთან, რაფერც დეირქვა იმან ბათუმის ბულვარში ამხანაგებთან სეირნობისას, და დიდ ბუნტარკას და პრატესტანტკას თლა ჩოუხრია თავი.

ეგებ, სიმვოლებზე მოდარაჯე კაცს ამ წითელ საპოშკებში წათეს წითელი წაღების ეხო მეესმას რაცხანაირათ. მე პირადათ კი არ მესმის. ისევლე რავარც სათოურში ერთი, ვორი და სამი “კ” არალი არაფლის ეხო. აქ სხვა ამბავია, მგონია. რაცხა სლუჩაინი, პრაიზვოლნი. თავათ მე არც იმის სიმვოლათ ვთვლი ამ ბაჩაჩებს, რომე მუხლებამდე სისხლში ჩააყენენ ბალშევიკებმა ქვეყანა. აკაკიებმა სხვანაირათ იციენ ხოლმე ჩეხოლის თარგვა. ეს ყირმიზი შავში ორიენტირია თავისებური, მუსჲასებური, გამომწვევი. მატარებელი ხომ კუნაპეტში მიდის. არაფელში. ამხელა ქვეყანა რაფერაა არაფელი? არაფელია, თუ შენი არაფელია შიგ. მაგი დიდი ლირიკაა. წითელი და შავი. ჟისტოკი რომანს. უმფრო რომანსერო. მარა რა დროს რომანსეროა? აქით რკინის გზაა, იქით რკინის კაცია, შუა კიდო რკინის საპოშკებია. მოკლეთ, ამბავი.

მთავარ შეხვედრამდე ბევრია მცირე, ჟელეზნადაროჟნი ვსტრეჩები. კუპეში და ვაგონ-რესტარანში, ტამბურში და პერონზე. ამ შეხვედრებით არი უვერტიურა მოთარგული. გვარები მეტათ კომედიური: ჩლენ ცეკა ანთელიდზე, ოთია მაჭავარიანი, კუკუნაშვილი, ხერსონ... ასევე შლიაპის ქურდი ქურდი შლიაპა. ასეა, რამკიანი ქურდი “შლიაპა” იპარავს შლიაპას. შიშისგან შეჭმული და გამოჭმული გენიოსი ეიზენშტეინიც იქავე ცახცახებს გამხმარ ფოთოლივით. ძნელია, არ იცახცახო. ძან ძნელი. სოსო არი ყველგან და არსათ. რავარც ღმერთი. უმაღლესი ჭეშმარიტება. ცენტრ მირაზდანია. ვოზდახუთი წლის მერე დიდი რეჟისორი გადეიღებს ფილმს “სოი კუბა”, ჩვენებურათ “მე კუბა”. კობას კი უკვე დოუწყია საკუთარი დაკუმენტალკის გადაღება სახელწოდეფით “სოი კობა” ანუ “მე კობა”. საცა მონაწილეობს ყოველი, მაროჟნის გამყიდველიც და ხალიჩის ხაოც მთელი კავშირის მასშტაბით. კობას ვერსად დეემალები. იმიტო რო კობა თავათ შენშია. ჰაერი მისით არი სავსე. გინდა არ გინდა მასზეთ მუშაოფ, მისთვის იღწვი, მის გამო წვალოფ და მისით ხარ საერთოთ. ყველა ყველას აკონტროლეფს. ყველა უნდოა. საკუთარი თავიც კი. ამ ფონზე შამპანი, კანიაკი, პერაჟკი და პიროჟნი გართობაა დროებითი.

ბოლობოლო პადრუჩკით მიიტანენ მუსჲას კურსკი ვაგზალიდან სამყაროს ჭიპთან, ვოპერაში თუ თიატრში. მე, მარგალიტას და ფურთის ქალს, თუ რამე გამეგება ლირიკაში, ეს არი ვუმთავრესი შეხვედრა აკაკიების შემოქმედობაში. საუცხოვო ნატურმორტია ბელადის ლოჟის წინ მდგარი პატარა მრგვალი მაგიდა. ზედ კიდო ხილის ვაზა და ვაზაში კვერცხები. იქანავე, თეფშზე, ნაჭუჭებით. ბელადს უყვარდა ხოლმე ვოპერაში მოხარჩული კვერცხის ჭამა. ამ ნატურმორტათ ღირს მთელი რომანი. მარა რა არი იცით? მუსჲა უკვე ჯოხია გამხმარი, სტალინი კი ვულკანია ისევლე. ჰოდა, იგიც გედეეხვევა, მოათბობს და მოაღვარებს რაცხას, იმფერ შორეულს, იმფერ ნანატრს, თბილ და ტკბილ საიდუმლოს, რომე მუსჲა იფიქრებს, რო გეილია, შეადნა იმ შემოხვეულ ხელებში მოქცეულ სამყაროს, რავარც მილიონობით სხვა გეილია და შეადნა ვულკანს. ასეა ეს. დანარჩენი არი სტატისტიკა.