2003

ვახტანგ ჭელიძე 

პატიოსანი და ერთგული სიყვარული – არა ამპარტავნობა და ყოყოჩობა, არა მარტო შენი წინაპრების ღვაწლით თავმოწონება, არამედ შრომა, შრომა და პატიოსნება...

 

2004 

ბაჩანა ბრეგვაძე

სიცოცხლე  ბრდღვიალა ჩირაღდანი, თაობები ხელიდან ხელში რომ გადასცემენ თაობებს.

 

2005

ოთარ ჩხეიძე

მწერლობის დონე, შეიძლება ერთმა მწერალმა ასწიოს, მაგრამ უწიგნურსა და უკულტურო მასას საუკუნეები სჭირდება, ხელახლა რომ შეისწავლოს ანბანი.

 

2006 

ანა კალანდაძე

მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი, და ჭიამარიას ვუმზერ ჩემს მუხლებზე...

 

2007 

თამაზ ჩხენკელი

ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპს განასახიერებს დევიზი: „ვგუშაგობ ერს“...

 

2008

ვახუშტი კოტეტიშვილი

ვარ ძველი ციხის ნაშალი,
ჩემში გადიან ღრუბლები,
ქარაფზე ვდგევარ და კლდეებს,
ცალპირად ვესაუბრები...

 

2009

ჭაბუა ამირეჯიბი

ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს, დანარჩენი  არსებობაა.

 

2010 

გურამ დოჩანაშვილი

ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.

 

2011

ვახტანგ ჯავახაძე

ვინ ვარ მე? პოეტი, რომელიც ყოველთვის ეძებს და ხანდახან პოულობს, ხოლო თუ ვერ პოულობს, მაინც ეძებს. 

 

2012 

რეზო ჭეიშვილი

იდეა რომ ჩამებეჭდება თავში, შეიძლება ის სიზ­მარშიც ვნახო, აუცილებლად უნდა დავწერო, ­სხვანაირად არ შეიძლება...

 

2013

ზურაბ კიკნაძე

ადამიანები ჰგვანან იმ კაცს, რომელიც სიბნელეში დაკარგულ ნემსს მზის სინათლეზე ეძებს...

 

2014

დავით წერედიანი

სწორი საქციელი ერთმანეთს ჰგავს და ხშირად ერთადერთია. შეცდომა ათასგვარია: მსუბუქი და მძიმე, უნებურად ჩადენილი და ბოროტად ჩადენილი, საპატიებელი და უპატიებელი... შუაში უთვალავი გრადაციებით.

 

2015

ბესიკ ხარანაული

დაიმახსოვრე! ერთადერთი შენი თავის წინასწარმეტყველი შენს სამშობლოშიც შენა ხარ და დედამიწაზეც.

 

2016

ტარიელ ჭანტურია

მწერლობაც თამაშია; თამაშის სახეობაა. ცოტა უფრო რთული, ვინემ იგივე პოკერი, უფრო საინტერესო, უფრო ლამაზი, უფრო ტრაგიკულიც  აქ მეტის მოგებაც შეიძლება და მეტის წაგებაც.

 

2017

ლია სტურუა 

როცა მანქანით ადიხარ ცაში,
ერთადერთ ხეს ეჯახები
და მხატვრულად კვდები  ეს ლირიკაა...

 

2018

რეზო გაბრიაძე

აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. ოღონდ ერთში უნდა მენდოთ, პირადად ჩემთვის ნამდვილზე უნამდვილესი რომ არის ეს ამბავი...

 

ნინო ხარატიშვილი

ქართული ენა ქვეცნობიერად რაღაც როლს ჩემს ტექსტებში სულ თამაშობს.