მავერიკები გაბედული, უშიშარი ნოვატორები არიან, ვისთვისაც ყოველი წამოწყება ახალი თავგადასავალია.

ამიტომ, სამყაროში გარდამტეხი ცვლილებები სწორედ მავერიკებს მოაქვთ, რადგან ისინი გამოწვევებს არასდროს ერიდებიან. 

შოტლანდიის ქალაქ დაფთაუნში დაბადებული უილიამ გრანტი ახალგაზრდობაში მეოცნებე მეწაღე იყო. იგი ახალ ლანჩებს აკერებდა და თან თავბრუდამხვევ წარმატებაზე ოცნებობდა. რაღაც ხნის შემდეგ, ბუღალტრად დაიწყო მუშაობა, მოგვიანებით კი, ვისკის მწარმოებელმა კომპანიამ დაიქირავა. იქ ოცი წელი იმსახურა. კომპანიიდან წამოვიდა მაშინ, როდესაც უკვე მენეჯერი იყო და თანამშრომლებს თავად მართავდა. დატოვა კომპანია, რომ საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. 

უილიამ გრანტს ცხრა შვილი ჰყავდა. შვილები მამას ეხმარებოდნენ, როდესაც მან 1886 წელს ვისკის ქარხანა ააშენა. გრანტმა შეცვალა ვისკის წარმოების ტექნოლოგია და სრულიად უნიკალურ მეთოდს მიაგნო. ასე იქცა ბრენდად გლენფიდიხი (Glenfiddich), რომელმაც მსოფლიოში მეოცე საუკუნის დასაწყისშივე გაითქვა სახელი. გრანტის ვისკის ქარხანა იმ დროისთვის ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც ნამდვილ ერთალაოიან ვისკის აწარმოებდა. გლენფიდიხის ვისკების მინიმალური დაძველების ვადა, თავიდანვე, თორმეტი წელი იყო.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შოტლანდიაში ყველა კუპაჟირებულ (blended) ვისკის აწარმოებდა. გრანტმა კი გადაწყვიტა, ერთალაოიან ვისკიზე დაედო ფსონი. იცოდა, რომ ბევრს რისკავდა, მაგრამ ცდამ გაამართლა და ეს გიჟური წამოწყება სერიოზულ ბიზნესწარმატებად იქცა.

1920 წლისთვის, გლენფიდიხი უკვე აშშ-ის ბაზარზე იყიდებოდა, რამაც ბრენდს სოლიდური კომერციული მოგება და მაღალი რეპუტაცია მოუტანა.

ას ორმოცდაათი წლის შემდეგ გლენფიდიხის ბრენდს ისევ გრანტები მართავენ. გლენფიდიხის კოლექციაში მრავალი სახეობის ვისკია – თორმეტი, თხუთმეტი და თვრამეტწლიანი დაძველებით. ყველას 40-50 გრადუსამდე სიმკვრივე ახასიათებს, სწორედ ამიტომ, გლენფიდიხის ვისკი სასიამოვნო დასალევია.  

გლენფიდიხის ვისკის მხოლოდ ერთი სახის, უნიკალური რობი დიუს წყლით აზავებენ. გლენფიდიხს დისტილაციის რეზერვუარების ფორმებიც და ტექნიკაც განსხვავებული აქვს. ასევე ექსკლუზიურად ამზადებენ კასრებს დაფთაუნში, კომპანიის ქარხანაში. 

წლების შემდეგ, გლენფიდიხი ერთალაოიანი ვისკების სახეობებში უკვე ლიდერობდა. 2006-2008 წლებში კი, კომპანიამ ერთდროულად მრავალი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. 

ამიტომაც, გლენფიდიხს ირჩევს ის, ვისაც მავერიკების მუხტი და განწყობა იზიდავს, ის, ვინც სიახლეს და ნოვაციას ეძებს, ვინც ცვლილებების გამოწვევას ცდილობს.  

მავერიკია ის, ვინც არ ირჩევს სტანდარტულს და ცხოვრებაში არაორდინარული გადაწყვეტილებების მისაღებადაა მზად. უილიამ გრანტივით, რომელმაც ოცწლიან კარიერაზე, დოვლათსა და გარანტირებულ სტაბილურობაზე თქვა უარი და სასწორზე მთელი ცხოვრება დადო. 

ას ორმოცდაათი წლის შემდეგ, გლენფიდიხის ვისკი 180 ქვეყანაში იყიდება, მათ შორისაა საქართველოც.

გრანტი ფიქრობდა, რომ მავერიკია ყველა, ვინც არასოდეს ამბობს, რომ „ეს შეუძლებელია“. ყველა, ვინც ასე აზროვნებს, ცვლილებების ინსპირატორია. 

მავერიკი ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება იყოს, ვინც ახლა, ამ სიტყვებს კითხულობს და თავის მომავალ წარმატებაზე ფიქრობს.