ორი წარმატებული ღონისძიების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, მესამე და ყველაზე მასშტაბური გამოშვებით ბრუნდება!

DataFest Tbilisi 2019 მზადაა დამსწრეები შთააგონოს ახალი იდეებით და დაუთმოს მათ სივრცე ცოდნის გასაზიარებლად.

ფესტივალი ჩატარდება 14-16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ შენობაში. წელს, ღონისძიების მასშტაბი გაორმაგდა ვინაიდან მას დაესწრება ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე.

ვინ არიან DataFest Tbilisi 2019-ის სპიკერები?

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, 80-მდე ვარსკვლავურმა სპიკერმა და ტრენერმა წარმოაჩინეს თავიანთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: Google, Facebook, Amazon და 30-მდე სხვა გლობალური კომპანია. იხილეთ, მოკლე ჩამონათვალი სპიკერების სრული სიიდან:

  • კრის კენედი, Berkeley Institute for Data Science
  • მარეკ მილერი, Google News Lab
  • დანიელ დიაზ დუსანი, Booking.com
  • ჰარი სტივენსი, Washington Post
  • კრისტიან დრეშერი, Mercedes-Benz
  • გიორგი მამალაძე, Siemens
  • ლივიუ პოპი, Romanian Academy, Folklore Archive
  • მილენა მარინი, Tactical Research, Amnesty International
  • ესტეფანია გუალი, Strands
  • ილია ბოიანდინი, Teralytics
  • ჯოუი ჩერდარჩუკი, Darkhorse Analytics
  • ანჟელა ტოდოროვიჩი, Createsi GmbH
  • ლორენა რივერო დელ პასო, Global Initiative for Fiscal Transparency
  • რუდოლფ ერემიანი, Windsor.AI
  • ტიციანა ალოჩი, Market Café Magazine
  • მაიკ სეიგერი, EMILY’s List
  • იაკოპო ოტავიანი, Code for Africa
  • პიერო ზაგამი, Market Café Magazine, Encode: Data Journeys
  • ტარიკ გრაციდა, Global Initiative for Fiscal Transparency

ღონისძიების ორგანიზატორია ფორსეტი, Tbilisi Startup bureau და MaxinAI.