კინოთეატრი ამირანი და Event Cinema წარმოგიდგენთ მოსკოვის დიდი თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო დადგმის – „პარიზის ცეცხლის“ ერთჯერად კინოჩვენებას. 4 მოქმედებიანი ბალეტი ქორეოგრაფმა ალექსეი რატმანსკიმ 2013 წელს დადგა და მას შემდეგ სპექტაკლმა ევროპის არაერთ ქალაქში იმოგზაურა დიდი წარმატებით. ბევრი კრიტიკოსის აზრით, „პარიზის ცეცხლი“ ბოლო წლების ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა იყო დიდი თეატრის სცენაზე.

წარმოდგენა ფრანგული რევულუციის ეპოქას ასახავს. მდიდარი არისტოკრატიული კლასის თავნებობისა და უსამართლობისგან გაბრაზებული ჟანა და მისი ძმა ჟერომი, მარსელიდან პარიზში მიემგზავრებიან და დედაქალაქის საპროტესტო ვნებათაღელვას უერთდებიან. თავისუფლებისა და თანასწორობისთვის ბრძოლაში ორივე მათგანი დიდ სიყვარულს პოულობს, რაც დამატებით ვნებებს მატებს მათ ბრძოლას ცეცხლმოკიდებულ პარიზში.

წარმოდგენა 135 წუთს გრძელდება და მასში მთავარ როლებს რუსული ბალეტის ვარსკვლავები: ნატალია ოსიპოვა და ივან ვასილიევი ასრულებენ. მუსიკის ავტორი ბორის ასაფიენია.

ჩვენება გაიმართება კინოთეატრი ამირანში, 29 მაისს, 19:30 საათზე.