საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია. კონფიდენციალურმა ჟიურიმ 6 ნომინაციაში დაასახელა ფინალისტები.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წლიდან არსებობს. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა.

გამარჯვებულები 25 ივნისს, 18:00 მწერალთა სახლში გამოვლინდებიან.

წლევანდელი ფინალისტები არიან:

რომანი

1. შორენა ლებანიძე, „პენელოპე-მგზავრი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“
2. ზურაბ ქარუმიძე, „UNTERGANG  მოგზაურობა ევროპაში“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
3. ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
4. აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
5. ბექა ადამაშვილი, „ამ რომანში ყველა კვდება“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

პროზაული კრებული

1. გოგი ოჩიაური, „ხევსურული მოთხრობები“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2. დათო გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
3. ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

პოეტური კრებული

1. მარიამ წიკლაური, „ქუჩის გადაჭრა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
2. გივი ალხაზიშვილი, „ვრცელი წუთი“ / ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა & ლიტერატურული სააგენტო
3. ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
4. მანანა კობაიძე, „ახალი აგვისტო“ / გამომცემლობა „ინტელექტი“

დოკუმენტური პროზა

1. მედეა ზაალიშვილი, „ცაში გამოკიდებული სახლი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“
2. დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
3. ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ / გამომცემლობა „ინდიგო“
4. გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ / გამომცემლობა „ინტელექტი„
5. სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „SHEROES“ / გამომცემლობა "წიგნები ბათუმში“

დებიუტი

1. ნიკა ლაშხია, „დონორი“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
2. ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
3. ლელა კოტორაშვილი, „მოსიარულე გაკვეთილები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
4. ლევან ინაური, „ჩვენ მოვიპარეთ გერმანია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
5. იაგო თვალაბეიშვილი, „ტრანსმუტაცია“ / გამომცემლობა პალიტრა L
6. ვახტანგ ვახტანგაძე, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ / გამომცემლობა პალიტრა L
7. თემურ ბაბლუანი, „მზე, მთავარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

წიგნის დიზაინი

1.თეონა ჭანიშვილი  „14 აპრილი, 1978“, ანა ბაქანიძე / გამომცემლობა „არტანუჯი“
2. თეონა ჭანიშვილი  „ჯაზის ცხოვრება“, ზურაბ ქარუმიძე / გამომცემლობა „ინტელექტი“
3. თორნიკე ლორთქიფანიძე  „100 წელი  100 ფოტო“ / გამომცემლობა „ინდიგო“
4. ვიოლა ტუღუში  „მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, ემა ვიგოდსკაია / გამომცემლობა „არტანუჯი“
5. სოფია ანთაძე  „ამ რომანში ყველა კვდება“, ბექა ადამაშვილი / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა