ჟურნალი ინდიგო, გადაცემა "რა დროს ძილია ?!"- სთან პარტნიორობას იწყებს. მოხარული ვარ ერთობლივი ინიციატივით: ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას ერთი მთავარი ხაზი აერთიანებს, ეს არის საზოგადობისთვის შემეცნებითი ინფორმაციის მიწოდება.

დღევანდელი საქართველოს ველური კაპიტალიზმის რეალობაში, განათლება ჯანსაღი მომავლის რთულ, მაგრამ ერთადერთ გზას წარმოადგენს. შევეცდებით ურთიერთ თანადგომით, ერთობლივი მედია-ძალისხმევით წვლილი შევიტანოთ საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესებაში.

დღევანელი გამოშვება არის ერთგვარი ნაშრომი, კვლევა-ძიება სიმართლის კვალდაკვალ თუ რა მოხდა საბჭოთა კავშრის ნგრევის შემდეგ "ქართლის ცხოვრებაში", რამ გამოიწვია მწვავე კრიზისები რომლის შედეგადაც ათიათასობით ადამიანის ცხოვრება ამოტრიალდა.

ამგვარი ანალიზი განსკუთრებულად მნიშვნელოვანია ისტორიული მეხსიერების აღდგენისათვის, რადგან საქართველოს უახლოესი ისტორია მედია გიგანტების ომობანაში შეთხზული "ტელე_წყაროებით" არ უნდა იწერებოდეს. წარმოუდგენელია მომავალი შექმნა წარსულის გარეშე და აწმყოს გამოტოვებით!

1 ნოემბრიდან, ყოველ კვირას, 16:00 საათზე, ახლა უკვე იმედის ეთერიდან გადაცემაში "რა დროს ძილია?!" ფართო აუდიტორიას გავაცნობ "ინდიგოს" ყოველ ნომერში არსებულ მასალას.

საინტერესო კითხვას გისურვებთ,

ოლგა ბაბლუანი
გადაცემა "რა დროს ძილია"ს ავტორი, პროდიუსერი, წამყვანი

ავტორი :
  • ოლგა ბაბლუანი