C-HR-ის ისტორია 2014 წლის პარიზის ავტოგამოფენიდან იწყება, სადაც ამ ავტომობილის პირველ კონცეპტუალურ მოდელს ავტომოყვარულები აღფრთოვანებით შეხვდნენ. ორი წლის თავზე კი ამ მოდელის სერიული წარმოება დაიწყო, თანაც ისე, რომ ქარხნული ვერსია თავდაპირველი კონცეპტისგან დიდად არ შეცვლილა. ამ მოდელით ”ტოიოტამ” ავტოდიზაინის სფეროში ახალი სიტყვა თქვა, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR, ანუ Coupe High Rider, რაც ნიშნავს შემდეგს: ავტომობილის დიზაინი შეიცავს როგორც კუპეს, ასევე ქროსოვერის ელემენტებს. მანქანის ძარის ქვედა ნაწილი ქროსოვერია, ხოლო სახურავით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოდელი ცალსახად კუპეა. გარდა ამისა, უკანა კარის ორიგინალურად განლაგებული სახელურები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, ამ მოდელს 2 კარი ჰქონდეს.

ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია ბრილიანტი იყო. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი, როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. ბრილიანტის წახნაგოვანი ფორმები ავტომობილს აგრესიულ და სპორტულ იერს აძლევს. C-HR-ის ექსტერიერის კიდევ ერთი თვალშისაცემი დეტალია მისი დახვეწილი წინა LED DRL ფარები.

იაპონელებმა განსაკუთრებული მონდომებით იმუშავეს ავტომობილის ინტერიერზე. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედიის ეკრანი და სხვა დამატებითი ღილაკები თავისი განლაგებით მძღოლისკენაა ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის მართვის დროს შეგიძლიათ ყველა ზემოთ ნახსენები ფუნქცია ისე გამოიყენოთ, რომ ავტომობილის მართვა შეუფერხებლად შეძლოთ. ამას ემატება თანამედროვე სპორტული სავარძლები, რომლებიც კომფორტული სვლის გარანტიაა ნებისმიერ სიჩქარეზე. C-HR-ის სალონში, ასევე, ნახავთ იმგვარ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, როგორებიცაა ლურჯი კანტი ინსტრუმენტების პანელის მთელ გაყოლებაზე, LED-განათებები და ბრილიანტის ფორმის ჭრილები.

ქალაქის პირობებისთვის საჭირო კომპაქტურობა, ყველა მძღოლისთვის ასე მნიშვნელოვანი ეკონომიურობა, სრული ამძრაობის უაღრესად ჭკვიანური სისტემა, ულტრათანამედროვე ტექნიკა - ეს ღირსებები ”ტოიოტას” მარკის ნებისმიერი ავტომობილსთვის ახასიათებს, თუმცა ახალი Toyota C-HR ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია სხვა მიზეზების გამოც არის.
ის აერთიანებს 10-მდე კომპლექტაციას, სამი სხვადასხვა ძრავითა და მახასიათებლებით, უამრავ ფერს, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი. თუმცა თუ სხვა მოთხოვნები აქვს მომხმარებელს, C-HR გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ კონკრეტულად თქვენთვის მორგებული, ექსკლუზიური დიზაინის მოდელი, მაგალითად, C-HR ჩერი და C-HR ლაიმი.

Toyota C HR- წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული ძრავითაც. თუ თქვენ არჩევანს შეაჩერებთ ჰიბრიდული ძრავის Toyota C HR-ზე, ტოიოტა ცენტრი თეგეტა გადმოგცემთ „მწვანე ბარათს“, რომლის მეშვეობითაც გახდებით ტოიოტას „მწვანე გზის კლუბის“ წევრები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, აჯამეთის ტყე-პარკში თქვენს სახელზე დაირგვება 1 ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. გადმოგეცემათ გამწვანების ვაუჩერიც, რომლის საშუალებითაც შეძლებთ შეარჩიოთ სასურველი მცენარე სახლის ან ეზოს გასამწვანებლად. შემოუერთდით ტოიოტა თეგეტას CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.