სულ რამდენიმე დღეში, 19 ოქტომბერს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ საჩუქრისპირველი სპექტაკლი გაიმართება. ფესტივალს ფრანგული თანამედროვე ცეკვის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მაგი მარენი, თავისი საკულტო დადგმით „May B” (“შეიძლება“) გახსნის. 

თბილისს, ასევე, ესტუმრება ამერიკელი ცეკვის ლეგენდა კაროლინ კარლსონი და მისი დასი  წარმოდგენით „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“.


2019 წლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა „ესპანური კულტურის ფოკუსი“, რომელიც გაიხსნება 23 ოქტომბერს სპექტაკლით „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“. ეს არის ხოსე მანუელ მორასა და კარლოტა ფერერისეული ინსცენირება ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მიხედვით.


7 ნოემბერს გრიბოედოვის თეატრში გაიმათება როსიო მოლინას წარმოდენა „დაცემული ანგელოზი“, რომელიც ლორენს ოლივიეს პრიზის ლაურეატია. 
16 ნოემბერს ესპანურ ფოკუსს  დახურავს ესპანეთის ეროვნული თეატრების Teatro Español და Naves de Matadero სამხატვრო ხელმძღვანელის, ნატალია მენენდესის ლექცია "რა სარგებლობა მოაქვს თეატრს ქალაქისთვის?", სადაც მოვისმენთ ესპანურ გამოცდილებას თეატრის განვითარების თუ მიმდინარე პროცესების შესახებ. 


არ უნდა გამოგრჩეთ ფესტივალის მიერ წარმოებული პირველი კოპროდუციაც. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი წარმოგიდგენთ გამოჩენილი უკრაინელი რეჟისორის ანდრი ჟოლდაკის მსოფლიო პრემიერას - „მეფე ლირი. ანდრი ჟოლდაკის წამოსახვა“, უილიამ შექსპირის პიესის “მეფე ლირის” მიხედვით (გრიბოედოვის თეატრი. 20.00, 17,18,19 ნოემბერი). სპექტაკლი განხორციელდა კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის „საქართველო ევროპაში“ და პროექტ “Check In Georgia”-ს ფარგლებში.