საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი  CinéDOC-Tbilisi წელს, 3-8 მაისს მეექვსედ ჩატარდება თბილისში.

CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

წლევანდელი გამოშვების სლოგანია: ჩაუღრმავდი რეალობას. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან და საქართველოდან, უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერსონაჟებით. თითოეული ფილმი სიღრმისეულად ასახავს რეალობას და მაყურებელს აცნობს მის სხვადასხვა ასპექტს საკვირველი და ხანდახან სახალისო პერსპექტივიდან...

წლევანდელ სექციაში  სტუმარი ქვეყანა წარმოდგენილი იქნება რუმინული დოკუმენტური კულტურა და კინო ინდუსტრია.

CinéDOC-Tbilisi ისეთ საერთაშორისო სტუმრებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რეჰად დესაი, საერთაშორისო პრიზის ემის მფლობელი და რეჟისორი ფილმისა „დახვრეტილი მეშახტეები“ და ბოგლარკა ნაგი (საუკეთესო პროგრამერის ნომინაციაში გამარჯვებული, 2017 წლის Europa Cinemas Awards-ის მფლობელი) და სხვა...

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: ვორქშოფები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის.

წელს მესამედ ტარდება CivilPitch- ინიციატივა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საინიციატივო ჯგუფებს საშუალებას აძლევს იპოვონ დაინტერესებული რეჟისორები/პროდიუსერები და მათი დახმარებით შექმნან დოკუმენტური ფილმები სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე.

CineDOC-Tbilisi წელს შემდეგ კინოთეატრებსა და სივრცეებში გაიმართება: ამირანი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზი, ქოლგა და გოეთეს ინსტიტუტი.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა კი შესაძლებელი იქნება როგორც კინოთეატრ ამირანში, ისე ონლაინ (tkt.ge; kinoafisha.ge).

ფილმებისა და სექციების ჩამონათვალი ნახეთ აქ http://www.cinedoc-tbilisi.com/?lang=ge