1-8 დეკემბერი

1დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.

ფესტივალი 1 დეკემბერს 19:30 კინოთეატ რამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „ შანტაჟი“  “Blackmail” (1929წ) გაიხსნება. ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება. სპეციალურად  „ შანტაჟისთვის“ 2007 წელს შექმნილი მუსიკის ავტორი  კომპოზიტორი ნილ ბრენდი დაესწრება გახსნის ცერემონიალს. კომპიზიციას შეასრულებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით.

წელს  კინოფესტივალის განსაკუთრებული პარტნიორია  ბრიტანეთის საბჭო. წელს „ ქვეყანა ფოკუსში“ არის დიდი ბრიტანეთი. ბრიტანეთის საბჭო, თავის მხრივ, სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ახორციელებს მასშტაბურ პროექტს -„დიდი ბრიტანეთი/საქართველო: ახალი ჰორიზონტი“ ანუ ე.წ.“ ბრიტანული სეზონი“, რომელიც უამრავ ღონისძიებას და აქტივობას მოიცავს. კინოფესტივალსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობაც , სწორედ „ბრიტანული სეზონის“ ფარგლებში მოხდება და ეს იქნება ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება.

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება. „ოქროს პრომეთე“ გადაეცემა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:

  1. საუკეთესო მხატვრული ფილმი
  2. საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
  3. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

საუკეთესო მხატვრულ ფილმს დააჯილდოვებს ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ფულადი პრიზით. საუკეთესო დოკუმენტურ  და მოკლემეტრაჟიან ფილმს კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უკვე მესამე წელია, რაც  თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის  ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. აღნიშნული პრიზი დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებულია 7 ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით. დაჯილდოვება მოხდება 7 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე .

დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი „ქორწილი“

წელს ფესტივალზე, რეჟისორი ფოკუსში არის არგენტინელი  რეჟისორი კარლოს რეიგადასი, რომელსაც გადაეცემა საპატიო პრომეთე

საპატიო პრომეთე ასევე გადაეცემა, ქართველ რეჟისორს და სცენარიტს, ირაკლი კვირიკაძეს

ქართული პანორამა

მე-20 ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მხოლოდ ეროვნული კონკურსი.  „ქართული პანორამის“ ფარგლებში გამარჯვებული 3 ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ეს ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ხელი შეუწყოს, ფართო მაყურებლის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში.

„ქართულ პანორამას“ ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეო-ინსტიტუტის „ არსენალის“ და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის“ დამფუძნებლები- ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ. ასევე ჟიურიში იქნება ჰეზერ სტიუარტი( ბრიტანული კინოს ინსტიტუტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი) , ნიკოლას სელი (ალფონსო კუარონის ოსკაროსანი ფილმის „ რომას“ პროდიუსერი) და პაბლო დე ვიტა (არგენტინელი კინოკრიტიკოსი )

სრულმეტრაჟიანი ფილმები:

  1. უარყოფითი რიცხვები - უტა ბერია
  2. ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“-  დიმიტრი ცინცაძე
  3. ღორი - გიგა ლიკლიკაძე
  4. კომეტები- თამარ შავგულიძე
  5. ბოროტმოქმედი - დიმა მამულია 
  6. ოქროს ძაფი  - ლანა ღოღობერიძე

მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

  1. მამული- გიორგი სიხარულიძე 
  2. ცხოველი - ამირან დოლიძე  
  3. ტრადიცია - იოსებ ბლიაძე
  4. თემო- ლაშა ცქვიტინიძე
  5. დასასრულის დასაწყისი -  გიორგი ქასრაშვილი
  6. აცახცახებული გული -  ვაჟიკო ჩაჩხიანი
  7. სელფი გაზქურასთან ირინა ჯავახაძე
  8. ხმის კონტროლი - გიორგი სულაძე
  9. ვიდრე წავიდოდე - ელენა ცაგარეიშვილი
  10. მესამე ზედმეტი“-  ოთარ ბერძენიშვილი
  11. კახეთის მატარებელი  - ლალი კიკნაველიძე
  12. „When Money Had Its Body” - თამარ მაღრაძე
  13. სამაია - ლევან შუბაშვილი
  14. უბიუჯეტო ფილმი - ნინა ხატიაშვილი
  15. არჩევანი - გიორგი ვარსიმაშვილი  
  16. მარქსისქუჩა 12“ - ირინა ჟორდანია
  17. ხედავიმას, რასაცმე?“ - ანანო ბაკურაძე

დოკუმენტური ფილმები:

  1. „12 გაკვეთილი  - გიორგი მრევლიშვილი
  2. მოსავალი- მიშო ანთაძე  
  3. სანამ მამა დაბრუნდება -  მარი გულბიანი
  4. სხვა მეზობლები -  ნიკა წიკლაური
  5. პური დამარილი  - სალომე რაზიკაშვილი
  6. ღვინის ნულოვანი მერიდიანი - ნანა ჯორჯაძე

სპეციალური ჩვენებები:

  • უჟმური- ნუცა ღოღობერიძე 1934
  • ქორწილი - მიხეილ კობახიძე 1964
  • პასტერნაკი-  ნინო კირთაძე  2019

    PLAY  UK

ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა ბრიტანეთია.   ფესტივალის და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, პროგრამა

უახლესი გამორჩეული ბრიტანული ფილმების ჩვენებას, ბრიტანული კლასიკური კინოს მცირე რეტროსპექტივას და სხვა აქტივობებს მოიცავს.

წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანულ ფოკუსს PLAY UK ერქმევა.

ბრიტანული პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტია,  90- წამიანი ფილმების კონკურსი „დეპიკტი!“.

კონკრეტულად ამ კონკურსის ჟიური 20 საუკეთესო ფილმს შეარჩევს. ჟიურის წევრები დავით ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და რიჩ უორენი (ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი) არიან.

    ქვეყანა ფოკუსში/ Country in Focus: ბრიტანეთი 

  1. Bait / სატყუარა - Mark Jenkin, UK, 2019
  2. Hope Gap  / იმედისნაპრალი - William Nicholson, UK, 2019
  3. Sorry We Missed You / უკაცრავად, სახლშიარდაგვხვდით - Ken Loach, UK/France/Belgium, 2019
  4. The Souvenir  / სუვენირი - Joanna Hogg, UK, 2019

რეჟისორი ფოკუსში“ - კარლოს რეიგადასი

თბილისის საერთაშლეისო კინოფესტივალი თიბისი სტატუსთან ერთად კინოს მოყვარულებს 8 დეკემბერს ლეგენდარულ რეჟისორთან კარლოს რეიგადასთან შეხვედრის საშუალებას მისცემს.

მექსიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი. დაიბადა 1971 წელს მეხიკოში. მეხიკოში სწავლობდა სამართალს, შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობდა. კინორეჟისურამ ანდრეი ტარკოვსკის ფილმების ნახვის შემდეგ გაიტაცა. თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „იაპონიის“, გადასაღებად რეიგადასი ორი წლის განმავლობაში კრებდა ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც ძირითადად ახალბედებისგან შედგებოდა. ამ ფილმმა, რომლის პროდიუსერიც თავადვე იყო,  რეიგადასს კანის კინოფესტივალზე ”ოქროს კამერა – სპეციალური აღნიშვნა“ მოუტანა  2002 წელს. 2007 წელს ფილმმა “მდუმარე სინათლე” კანის კინოფესტივალის ჟიურის გრანპრი მოიპოვა და რეიგადასს ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის სახელი დაუმკვიდრა. ზოგიერთი კრიტიკოსი ამ ფილმს ათწლეულის საუკეთესო ფილმად მიიჩნევს. ფილმისთვის ”წყვდიადის შემდეგ ნათელი”  რეიგადასმა საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო პრიზი კანში 2012 წელს. მისი უახლესი ფილმი, „ჩვენი დრო“, შერჩეული იყო ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2018 წელს.

რეჟისორი ფოკუსში/ Director in Focus: კარლოს რეიგადასი/  Carlos Reygadas   

  1. Our Time  ჩვენი დრო (2018)
  2. Post Tenebras Lux წყვდიადის შემდეგ ნათელი  (2012)
  3. Silent Light ჩუმი სინათლე (2007)
  4. Battle in Heaven ზეციური ბრძოლა (2005)
  5. Japan იაპონია (2002)

ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს თბილისის საერთაშორისო კინო - ფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში „ჰორიზონტები“, „ამერიკები“, „ევროპული ფორუმი“.

ევროპული ფორუმი/ European Forum

  1. A Voluntary Year ერთი წელი მოხალისედ - Ulrich Köhler, Henner Winckler, Germany, 2019
  2. About Endlessness უსასრულობის შესახებ - Roy Andersson, Sweden, 2019
  3. An Officer and a Spy ოფიცერი და ჯაშუში - Roman Polanski, France/Italy, 2019
  4. Atlantis ატლანტიდა- Valentyn Vasyanovych, Ukraine, 2019
  5. Commitment ვალდებულება - Semih Kaplanoğlu, Turkey, 2019
  6. Echo ექო - Rúnar Rúnarsson, Iceland, 2019
  7. Freedom თავისუფლება- Albert Serra, Spain, 2019
  8. God Exists, Her Name is Petrunya ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია - Teona Strugar Mitevska, Macedonia, 2019
  9. Gundermann გუნდერმანი- Andreas Dresen, Germany, 2018
  10. I Was at Home, But სახლში ვიყავი, მაგრამ... - Angela Schanelec, Germany, 2019
  11. Little Joe პატარა ჯო - Jessica Hausner, Austria/Germany/UK 2019
  12. Martin Eden მარტინ იდენი - Pietro Marcello, Italy/France, 2019
  13. Master Cheng ბატონი ჩენგი - Mika Kaurismäki, Finland/China, 2019
  14. Mr Jones მისტერ ჯონსი - Agnieszka Holland, Poland/UK/Ukraine, 2019
  15. Portrait of a Lady on Fire ალმოდებული ქალის პორტრეტი - Céline Sciamma, France 2019
  16. Synonyms სინონიმები- Nadav Lapid, France/Israel/Germany 2019
  17. The Portuguese Woman პორტუგალიელი ქალი - Rita Azevedo Gomes, Portugal/Germany 2019
  18. The Traitor მოღალატე - Marco Bellocchio, Italy/France/Brazil/Germany, 2019
  19. The Truth სიმართლე - Hirokazu Koreeda, France/Japan, 2019
  20. The Whistlers მსტვენელები- Corneliu Porumboiu, Romania/France/Germany, 2019
  21. Vitalina Varela ვიტალინა ვარელა - Pedro Costa, Portugal/Cayman Islands, 2019
  22. Young Ahmed ახალგაზრდა აჰმედი - Jean-Pierre and Luc Dardenne, Belgium/France 2019

ჰორიზონტები/Horizons

  1. A Dog Barking at the Moon ძაღლი უყეფს მთვარეს - Xiang Zi, China/Spain, 2019
  2. Abou Leila აბუ ლეილა - Amin Sidi-Boumédiène, Algeria/France, 2019
  3. Castle of Dreams ოცნების კოშკი - Reza Mirkarimi, Iran, 2019
  4. Chained მიჯაჭვული- Yaron Shani, Israel, 2019
  5. So Long, My Son მშვიდობით, ჩემო ბიჭო! - Wang Xiaoshuai, China, 2019
  6. The Wild Goose Lake გარეული იხვის ტბა - Yinan Diao, China/France, 2019

ამერიკები/ Americas

  1. A Hidden Life დამალული სიცოცხლე - Terrence Malick, USA/Germany 2019
  2. Bacurau ბაკურაუ - Kleber Mendonça Filho, Juliano Dornelles, Brazil/France, 2019
  3. Family Members ოჯახის წევრები - Mateo Bendesky, Argentina, 2019
  4. Genesis დაბადება- Philippe Lesage, Canada, 2019
  5. Ghost Town Anthology გამქრალი ქალაქის ანთოლოგია - Denis Côté, Canada, 2019
  6. Give Me Liberty მომეცი თავისუფლება! - Kirill Mikhanovsky, USA, 2019
  7. Matthias & Maxime მათიასი და მაქსიმი - Xavier Dolan, Canada, 2019
  8. Monos მონოები- Alejandro Landes, Colombia/USA, 2019
  9. The Farewell გამომშვიდობება- Lulu Wang, China/USA, 2019

აპოლო: კინოს მეხსიერება / Apollo: Memories of Cinema: ბრიტანული რეტროსპექტივა/ British Retrospective 

  1. Don't Look Now არ გამოიხედო!  - Nicolas Roeg, 1973
  2. Sunday Bloody Sunday კვირა, წყეული კვირა - John Schlesinger, 1971
  3. The Browning Version ბრაუნინგის ვერსია - Anthony Asquith, 1951
  4. The Loneliness of the Long Distance Runner გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა- Tony Richardson, 1962
  5. The Servant მსახური- Joseph Losey, 1963
  6. This Sporting Life ასეთია სპორტული ცხოვრება  - Lyndsay Anderson, 1963
  7. Women in Love შეყვარებული ქალები - Ken Russell, 1969

 

კინოფესტივალის პარტნიორები არიან : საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ბრიტანეთის საბჭო, ევროკავშირი და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გენერალური სპონსორები აჭარა ჯგუფი, თიბისი სტატუსი

კინოფესტივალის განმავლობაში, ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ ამირანში. კინოფესტივალის მასპინძელია სასტუმრო რუმსი.