15 წლისა რო არ გავეთხოვებინე ჩემ გამოყლევებულ მშობლებს, იქნებ მესწავლა რამე და ახლა აქ არ ვმდგარიყავი, მარა, ბლიად, ვინ მისცათ მაგის ტვინი. ტიპებმა, გინდა თუ არა, ნამეტანი აღგზნებული ხარო და დროზე უნდა ჩაგაბაროთ პატრონსო, უეჭველი ვინმესთან დაწვებიო. აი, ხო არიან რა ეგეთი ბავშვები, სულ რო სიმპატიური ბიჭების ან ლამაზი ნახევრად შიშველი ქალების ფოტოებით აქვთ აჭრელებული კედლები, სარკესთან რო ატარებენ ყველაზე მეტ დროს, ცეკვაზე რო გიჟდებიან და მაკიაჟს რო არ იშორებენ. ფეხებს რო თორმეტი წლიდან იპარსავენ, მალე რო უნდათ დაქალდნენ, მკერდი გაეზარდოთ და ყველა ხედავდეს მათ სილამაზეს, ეგ მასტი ვიყავი და მაგაზე ღელავდნენ ჩემი მშობლები. რას წარმოიდგენდნენ, რო უკვე ქალიშვილი აღარ ვიყავი. პრინციპში მეც მაგიტო უფრო გავყევი იმ ყლეს. ერთმა ჩემმა თანასოფლელმა მასწავლა და ზუსტად მასე მოვიქეცი, მანამდე არ მივეცი, სანამ დორბლის მოსვლამდე არ დათვრა. მივეცი რა, დაეძინა სექსის დროს. მეორე დღეს, სისხლები დავახვედრე, ოღონდ არ მკითხოთ საიდან მოვიტანე, გული აგერევათ.

მოკლედ, ესე შევეტენე არაქალიშვილი გოგო „ანგელოზივით ბიჭს“.

ორი შვილი გვეყოლა, ძირითადად ერთგული ვიყავი, ნუ იქ ვისთვის უნდა მიმეცა, ერთი ბეწო კომლი იყო, ვინმესთვის თვალი რო ჩამეკრა, მეორე დღეს ყველა ძაღლს ეცოდინებოდა და რიგი დამიდგებოდა სახლთან. რამდენჯერმე თბილისში მომიწია ჩამოსვლა და მხოლოდ მაგ რამდენჯერმე წავიტყნაურე ვიღაცასთან. შანსი არაა, ვინმე არ გამოგელაპარაკოს გინდ ავტობუსში, გინდ მატარებელში, მთავარია სწორად შეხედო და მოხერხებულად გეცვას. არ ვიცი, რაში მჭირდებოდა ეს, მაგრამ ვიცი, რომ მჭირდებოდა. ბევრად უკეთ ვგრძნობდი თავს, ამ სექსების შემდეგ. არც ეს „ღალატი“ მგონია დიდი ტრაგედია. ჩემი ყლე ქმარიც დატყნაურობდა აქეთ-იქით, მარა ხმა არ ამომიღია. ფეხებზე მეკიდა.

რამდენიმე წლის მერე მივხვდი, რომ ქმარი მძულდა და წამოვედი. ბავშვები წამოვიყვანე და წამოვედი. თბილისი მიზიდავდა, აქ შეგიძლია მეტ-ნაკლებად ისე იცხოვრო, რომ არავინ ტვინი არ მოგიტყნას და რომც მოგიტყნას, დიდი ამბავი, მაინც არ გიცნობენ და ვერაფერს გაგიბაზრებენ. მაგარია თბილისი, მიდიხარ, ჯდები სკვერში, უკიდებ სიგარეტს და ყველაფერი თავისით ხდება. მოდის ვიღაცა, გეცნობა და სადღაც გპატიჟებს და მერე გასაჟიმად მიყავხარ. თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ სკვერში გაცნობილი იობარი ჩემი შემნახავი ვერ იქნებოდა და ცოტა ტრაკს თუ არ გავანძრევდი, შიმშილით სიკვდილი მოგვიწევდა მე და ბავშვებს. ან მოვალეების ხელით მოვკვდებოდი და დამრჩებოდნენ ობლად. ხოდა პირდაპირი გაგებით დავიწყე ტრაკის განძრევა.

ერთი ქალი გავიცანი, თავისთან წამიყვანა, სადღაც ვარკეთილში ქონდა ბაითი და იქ მოდიოდნენ ხოლმე კლიენტები. მე და ერთი გოგო ვიყავით, დღეგამოშვებით. მაშინ კარგად ვიყავი, ეს ქალი დედასავით მივლიდა, ძაღლებთანაც მოგვარებული ქონდა, თუ ვინმე ზედმეტს გვეტყოდა, დაურეკავდა ბიჭებს, მოვარდებოდნენ და ცემა-ცემით წაათრევდნენ. მერე რა ხდებოდა, არ ვიცი, ან იჭერდნენ, ან პროსტა ფულს ახევდნენ და უშვებდნენ. სამაგიეროდ ჩვენთან უფასო დოსტუპი ქონდათ. როცა უნდოდათ, მაშინ შეეძლოთ მოსვლა და ჟიმაობა.

მერე ერთ-ერთმა მოხოდა მაგარი იდეა: ღამე დამაყენებდა ხოლმე ქუჩაში მარტოს, თვითონ თავის ბიჭებთან ერთად იმალებოდა იქვე ახლოს. ვინმე ჩაივლიდა, გავუღიმებდი, მოვიდოდა, გამომელაპარაკებოდა, მე ძუძუებს გადმოვულაგებდი, თვალებს მაშტერებდა, მივეხახუნებოდი, ტრაკზე მომითათუნებდა, მე კონკრეტულ ადგილას მიმყავდა, ის კედელზე მაყუდებდა და მზასავდა, მხდიდა. ნახევრად გახდილზე ისტერიკულ კივილს ვიწყებდი, მოვარდებოდნენ ბიჭები და გაუპატიურების „ფაქტზე“ იჭერდნენ. რა თქმა უნდა, არავინ წავიდოდა მაშინ გაუპატიურების ბრალდებით ციხეში, ყველამ იცოდა, რო უეჭველი მოიტყნებოდა ტრაკში ამის გამო, ხოდა ყიდდნენ ყველაფერს, რაც ქონდათ და აძლევდნენ ამათ.

კაი ხანი ვიგულავეთ, საკაიფო ბონუსები მქონდა. ერთხელაც ვიღაც ბობოლას შვილი გააბეს და აქეთ დაენძრათ, დაიჭირეს ამ სქემის გამო. მოსტყვნიათ პატრონი, რაც ეგენი არ ვიდარდო. ისევ დედობილთან დავბრუნდი, მარა მალევე მანდაც აგვყარეს, სხვა სისტემა მოვიდა. აგვყარეს და გაგვატელევიზორეს კიდეც. არც ცენზურა, არც არაფერი, ნაბიჭვრები ეგენი.

მაშინ ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ახლა სიცილისგან თავს ვერ ვიკავებ, როცა მახსენდება, როგორ შემოვარდნენ ნიღბიანები, დაგვაგდეს იატაკზე და იარაღები დაგვადეს თავზე, ვუყურებ ქვემოდან ტიტველი და ვტირი და ვხედავ, როგორ უდგება ტიპს. არასდროს დამავიწყდება ეგ სცენა.

ამის შემდეგ, ქუჩა გახდა ჩემი უკანასკნელი თავშესაფერი.

ყველაფერი მოკვდა, ქუჩა გადარჩა. ბოლო რამდენიმე წელია აქ ვარ, უკვე შევეგუე.

ხოდა ვინ მოთვლის, ეს ყლე, მერამდენე კლიენტია, ვინც აქ მინახავს. და ესეც მთვრალია, როგორც ყველა, უკვე წინასწარ ვიცი, რასაც მეტყვის. ორმოცი არ მაქვს, ოცდაათად წამოდი და რა ვიცი, კიდე რა. აი, მოვიდა.

– რა ღირს შენთან სექსი, გოგო?

– ორმოცი ლარი.

– სახლი გაქვს?

– სახლში არა, იქ წაგიყვან, კიდე არ გინდა?

– აბა მე რო სასტუმროს ფული არა მაქვს, სულ ორმოცი მაქვს.

– ხოდა წადი და დაანძრიე მაშინ.

– ნძრევა რო მომბეზრდა, მაგიტო მოვედი შენთან, შე შობელძაღლო, თორე აქ რა მინდოდა ამ ხნის კაცს…

შარია ეს ჩემისა. ცოტა მოშორებით ვდგები. როცა ვიღაცა გელაპარაკება, სხვები აღარ მოდიან. ხოდა არ მინდა, ამ გაღლეტილი იდიოტის გამო ნამდვილი კლიენტი დავკარგო. ესეთებს უფრო გამთენიისას უმართლებთ ხოლმე, იმ შემთხვევაში, თუ სხვა არავინ გამოჩნდა.

არ მშორდება. ვეუბნები, რო შანსი არ აქვს, მარა მაინც არ მშორდება. ვეუბნები, მენსტრუაცია მაქვს, მეუბნება: – ფეხებზე მკიდია. უეჭველი ბაზარია, რო არ მომეშვება, ძალიან უნდა, სპერმას ჟონავს, რო ლაპარაკობს.

– კაი, მომისმინე, აქ ქვემოთ ხიდის ქვეშ ჩავიდეთ, ერთი გათავება შეგიძლია მოასწრო, მთელი საათი ვერ გავჩერდებით, ვინმემ შეიძლება გამოიაროს.

– წამო, გენაცვალე!

ჩავდივართ ხიდის ქვეშ, ეს ადგილი სპეციალურად ასეთი მომენტებისთვის გვაქვს, გოგოებმა მასწავლეს.

მე კედელთან სახით ვდგები, ვიკუზები და კაბას ვიწევ. ის იწყებს, თითქმის ვერაფერს ვგრძნობ. ათავებს, ფულს მაჩეჩებს და გარბის. კარგი კლიენტი ყოფილა, რას ვერჩოდი.

ჩემ ადგილზე ვბრუნდები. შემდეგი კლიენტი უფრო დამაჯერებელი ჩანს, ფული აშკარად აქვს. მეკითხება, ვიცი თუ არა მე რაიმე სასტუმრო. რა თქმა უნდა, ვიცი. სასტუმროში მიმყავს. სასტუმროში კი არა, სახლში, რომელსაც ხშირად ვქირაობთ ხოლმე საათობით. ფულს მაგიდაზე ვუტოვებთ ხოლმე გასვლისას.

საათნახევრიანი ხერხვის შემდეგ მივხვდი, ტიპი ვერასდროს გაათავებდა. ვუთხარი. დავიღალე, ყველაფერი მტკივა, შემეშვი-მეთქი. უცებ ძლიერი დარტყმა ვიგრძენი თავში. ნაპერწკლები გავყარე, არ გაინძრე, თორე დედას მოგიტყნავო. ვის აგინებ, შე ნაბიჭვარო-მეთქი, მოვბრუნდი და ვხიე. გადავარდა, თავი დაარტყა. წამოვხტი, ტანსაცმელი მოვკრიბე და გამოვვარდი. უკან არ მომიხედავს, მაგრამ ვიცი, რო მომდევს. ცოტა ხანში დამეწია კიდეც. დამაგდო და მირტყამს.

– შენი ბოზი დედა მოვტყან! – ღრიალებს.

– მიშველეეთ! – ვყვირი მე. სახეს ვკაწრავ.

პატრული მოდის. ჩვენ ასფალტზე ვყრივართ და ერთმანეთს ვურტყამთ. პატრული გვაშველებს. მასტი ყვირის.

– ჩემი ცოლია და პირად ცხოვრებაში ნუ ერევით.

მერე ხვდება, რო ეგ არგუმენტი არ ჭრის და სხვა ტექსტს ყვირის.

– ბოზებს იცავთ? ბოზების დედა მოვტყან. ფული მომპარა ამ ნაბოზარმა.

არც ეგ ჭრის. მანქანაში სვამენ. მე ამასობაში ვიცვამ ჩემს ტანსაცმელს. ერთ-ერთი პატრული მოდის.

– მერამდენედ უნდა გითხრა, წადი, დაახვიე სახლში, დროზე! პატრონი არა გყავს? აქ აღარ დაგინახო, თორე მოგიტყნავ დედის ტრაკს.

პანჩურს მირტყამს. მე მოვრბივარ, არ მინდა წამიყვანონ, თორე უეჭველი მომაფსმევინებენ და ამომიგდებს მოსაწევს.

ყველაფერი მტკივა. გავრბივარ. აფთიაქს ვპოულობ.

– სანტავიკი მინდა, ერთი.

– შეჭამეს რა ტვინი, დღე ამათ არ იციან და ღამე, – ბუტბუტებს ახალგაღვიძებული აფთიაქარი.

გადაყვლეფილი დასანტავიკებული ფეხებით ვბრუნდები საკუთარ პერიმეტრზე. მცემეს, ხო, დიდი ამბავი. ყოფილა, შვიდ ტიპს გავუუპატიურებივარ და რიგრიგობით ვუცემივარ. ბოზობა არსადაა ადვილი, ჩვენზე უარეს დღეშიც არიან ზოგ ქვეყანაში.

ნაცნობი ტაქსისტი მიჩერებს.

– არაფერი? – მეკითხება მძღოლი.

– ნტუ.

– რა დაგემართა?

– ვიღაც ყლემ მცემა და ფული არ მომცა.

– დაჯე, გათბი.

მანქანაში ვჯდები. გათენდა. უკვე დილის რვა საათია. მე და მძღოლს მანქანაში გვძინავს. გვერდითა შუშაზე ვიღაცამ დააკაკუნა და შევხტით.

– უკაცრავად, თქვენთან სექსი რა ღირს?

– 40 ლარი სასტუმროს ფასის გარეშე.

– კი, ბატონო, აი, ფული. წავიდეთ.

ფულს ტაქსისტს ვაძლევ და ამ ტიპს მივყვები. ისევ იმ ბაითზე ვართ, საიდანაც იმ გიჟს გამოვექეცი. 30 წამში ათავებს და ნახევარი საათი თავის ცოლზე მელაპარაკება. ისე გასუქებულა, რო მაგის მოტყვნა შეუძლებელია. თან ჰორმონალური დარღვევები აქვს და ულვაშები ამოუვიდა. კანი ხორკლიანი გაუხდა.

– მგონი სახეს იპარსავს ჩუმად, – ამბობს ის.

ამ ლაპარაკში, როგორც იქნა, ჩაეძინა. ხოდა მოვკიდე ხელი მაგის ბუმაჟნიკს და ამოვაცალე, რაც ქონდა. ეს კიდე იშოვის, თავისი „პატიოსანი“ შრომით. მე კიდე ბოზი ვარ და სხვა არაფრის კეთება არ შემიძლია.

შუადღეა, მაგრამ ათასი გარყვნილი დადის, განსაკუთრებით ბებრები. მაგათ მარტო შუადღისით უდგებათ. ვდაგავარ და ვუცდი ვინმი მიხრწნილს.

ამჯერად სკოლის მოსწავლეები მოდიან, 12-13 წლის ბიჭები. ქვებს მესვრიან და მაგინებენ. იფიქრებ, ექსკურსიაზე არიანო. მოშორებით უფროსი ტიპები დგანან და ხითხითებენ. მეც ნაცად ხერხს მივმართავ, ვეუბნები, რომ ბოზი დედამისია და ხშირად დგას ჩემთან ერთად. ყველაზე მეტი კაცი ტყნავს დღეში და ფულით სხვა საყვარელს არჩენს. ამ ნაბიჭვარი ბავშვების გაღიზიანება ძალიან მარტივია, უბრალოდ იგივე უნდა უთხრა, რასაც თვითონ გეუბნებიან.

ერთ-ერთი ბავშვი ტირილს იწყებს. აქ პირველადაა და ყველაზე ნაკლებად აქტიურია. სხვები ამშვიდებენ, რომ მე ვიტყუები, მე ბოზი ვარ. თუმცა ბავშვი მაინც ტირის, მისი კლასელები კი ახალი ჩმორის დაბადებას ზეიმობენ და მხიარულად ტოვებენ აქაურობას.

ვიღაც მირეკავს. ყურმილს ვიღებ.

– გამარჯობა, ქალბატონო. სესხის თაობაზე გირეკავთ, როდის აპირებთ თანხის დაფარვას?

– სხვაგან მოხვდით, მე არანაირი სესხი არ მაქვს! – ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ.

მორჩა, დავიღალე, ვეღარ ვქაჩავ, უნდა გამოვიძინო. სადაც არ უნდა გავიხედო, მარტო საწოლი მელანდება.

უეცრად, ვიღაც მოჩანჩალებს ჩემსკენ. რუკზაკით და საკაიფო ზმანზე. ეტყობა, არაფერი გაჭირვებია ცხოვრებაში, ასწავლეს, სამსახური უშოვეს. ალბათ ესეთივე შეყვარებული ყავს, ამათთვის ხო უცხოა ნამდვილი პრობლემები.

- გამარჯობა, მინდა თქვენზე სტატია დავწერო, შეგიძლიათ დამელაპარაკოთ? - მეკითხება ბიჭი.

- მოდი, იდი ნახუი რა... - ვპასუხობ.

- გადაგიხდით, თან თქვენს სახელს შევცვლი! - არ იშლის. ეტყობა, ძალიან სჭირდება.

- არა-მეთქი, გააჯვი! - ვეუბნები.

ამ ჩემ ფეხებს, თუ არც სჭირდება. მეც ბევრი რამე მჭირდება, რაც ყველას ფეხებზე კიდია. რა ჩემი გადასახადია, თუ ამას საქმეში ჩაეჯმება. ვინ იყო ჩემთან, როცა მიჭირდა?!