გიორგი: დღეს ჩემმა კლასელმა 5 ლარი დაკარგა და მერე მანდატური დაგვადგა, ბავშვმა 5 ლარი დაკარგა და თუ ვინმემ იპოვნა, მისცესო. არ ღირს, გავწელოთ, სანამ პოლიცია ჩავრიეთ და კამერები ამოვიღეთო. რკინის ლარიანებით იყოო.

ნიკა: რა უნდა გვეთქვა, ვიდექით ჩუმად.

სოფო: სასიამოვნო არ იყო უბრალოდ.

ტატო: ჩვენ რუსული იმენა გვებაზრება: შე ნაგლო ბავშვოო, რატო იცინიხარო? მიგასისხლიანებ კედელზეო, ყურებით ჩამოგკიდებო.

ნიკა: ჩემმა მასწავლებელმა დღეს სერგის უთხრა, ნიახური ხარო.

ტატო: მერე ჩემმა კლასელმა, მას, პეტრუშკაც კაი სახელიაო და იმან, ნიახური მარტო ლობიოს უხდებაო.

სოფო: ჩვენი ქართული მხიარული მასწავლებელია, კარგად ხსნის, მაგრამ მკაცრიც არის. ბავშვს ბავშვის ახსნილი უფრო ესმისო და ვინც იცის, გამოდითო. ერთმანეთს რო ვუხსნით, მოგვწონს, ყველას უხარია გამოსვლა.

ტატო: ფოტო გადაუღო ჩემმა კლასელმა ერთ მასწავლებელს ‒ გაკვეთილზე ეძინა.

ნიკა: ჩემ კლასელს კიდე, ფიზიკამ დაინახა, ბურბუშელას ჭამდა და პირში ჩატენა. მეორეს ბეჭებში ჩააყარა. მეც ჩამატენა. არ ვუღებდი პირს და ძალით გამიღო და ჩამატენა. ხუმრობით გააკეთა. მთელი კლასი ვიცინოდით. ჩემი კლასელი გოგო კიდე მანდატურთან წავიდა და მოუყვა. ყველაზე კარგი მასწავლებელია და ოქმი დაუწერეს.

ტატო: მე ხელოვნების მასწავლებელი არ მომწონს. ერთხელ ზარი დაირეკა, მაგვიანდებოდა და გავრბოდი, მასწავლებელს შევასწრო-მეთქი. წინ მიდიოდა. და რო დამინახა, გადამიდგა წინ, აბა, დამეჯახეო. გავჩერდი. შევიდა კლასში და დამიკეტა წინ კარი. დავაკაკუნე, შეიძლება-მეთქი და არაო, გარეთ დამტოვა.

ცისია: ყველაზე მაგარი არის ბიოლოგია. ძაან მაგარია.

ნიკა: აუ, იმ დღეს ქართულის მასწავლებელი მიმიზნებს ცარცს, უნდა გამარტყას, მე ვლაპარაკობ. გამოუშვა და გავწიე უცბად თავი ‒ შიგ შუბლში დაასვა ჩემ კლასელს. ბოდიში, მიზანი ამიცდაო. რო გინდოდეს, იქიდან 0,0001 პროცენტი იყო გარტყმის შანსი, მაგრამ მოარტყა მაინც.

ტატო: დღეს ჩემი ხელოვნების მასწავლებელმა ფრჩხილები ჩამავლო და ისე გამქაჩა, ვაიმე!

ცისია: ერთი ახალი გადმოვიდა და ცუდად მოიქცა და მასწავლებელმა ბაკები აუწია. ხშირად არ ხდება, მარა იციან ხოლმე, ძალიან რო ბრაზდებიან.

ნიკა: ჩემი მასწავლებელი კიდე მოდის და მეფერება ხოლმე. რო გავჩერდე. ჩემ კლასელთან რო მივიდა მოსაფერებლად ‒ ხელი გაწიე ‒ ეგრე უთხრა. მე მცხვენია ეგრე თქმა.

ტატო: სკოლას დავანგრევდი და სხვა რამეს ავაშენებდი.

კალათბურთის მოედანს ავაშენებდი.

სათამაშო მოედნებს.

 

 

სპეც-პროექტი "საუბრები ბავშვებთან" მომზადებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, „ინდიგოს ისტორიები“ პროექტის ფარგლებში.