01. სახურავის ბინადარი კარლსონი და პეპი გრძელიწინდა / ასტრიდ ლინდგრენი                            

იმიტომ, რომ ისინი ჩემი პირველი მეგობრები იყვნენ, ასტრიდ ლინდგრენის ამ ძალიან კეთილმა ტექსტებმა ბავშვობაში ბევრი ახალი და საინტერესო სამყარო გამიხსნა.

02. ოსტატი და მარგარიტა / მიხაილ ბულგაკოვი           

იმიტომ, რომ ეს არის უნაკლო და, ალბათ, ერთადერთი ნაწარმოები, რომლის წაკითხვაც დამთავრებისთანავე შემიძლია.

03. საფეხბურთო სვეტები / აკა მორჩილაძე                

იმიტომ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გიყვართ თუ არა ფეხბურთი, ან თვითონ აკა მორჩილაძე, ეს არის სიტყვისა და ემოციების სინთეზის ქართული კლასიკა.

04. სამი მუშკეტერი / ალექსანდრე დიუმა                

იმიტომ, რომ იქ ყველაფერია: მეგობრობა, მლიქვნელობა, ვაჟკაცობა, ინტრიგა, სექსი, იუმორი, თანადგომა, ღალატი. ეს ტექსტი ლიტერატურის ბიბლიაა ხაზების, ტიპაჟების, ემოციების მრავალფეროვნებით.

05. გელუჩა                                      

იმიტომ, რომ ჩემი დაწერილია.